Skip to content

მშობლები კარგი აღზრდილები არიან თუ:

არ ავიწყდებათ დაბადებიდანვე უთხრან შვილს „მადლობა“ „გთხოვ“;

არ აწყვეტინებენ ბავშვს საუბარს;

პატივისცემით ეპყრობის შვილის მეგობრებს;

სცემენ პატივს ბავშვის ადამიანურ ღირებულებებს;

ბავშვების თანდასწრებით, არ საუბრობენ სხვებზე ნეგატიურად;

არ იძლევიან უსასრულო შენიშვნებს, განსაკუთრებით უცხო ადამიანების თანდასწრებით;

არ აწვალებენ ბავშვს („უთხარი დეიდას გამარჯობა“) თუ ბავშვს არ უნდა, თავად მშობელი ამბობს ამ ჯადოსნურ სიტყვებს;

არ ავიწყდებათ ბავშვის წარდგენა მეგობრებისთვის;

არ ითხოვენ ბავშვისგან თავაზიანობის დემონსტრირებას (მაგალითად ლექსის წაკითხვა საჯაროდ);

ესაუბრებიან ბავშვებს მშვიდად და ალერსიანად, არა მხოლოდ სტუმრების მოსვლის დროს;

არ ავიწყდებათ ბავშვის შექება;

აფასებენ არა ბავშვს, არამედ ბავშვის საქციელს.(მაგ. ნაცვლად -„შენ გოჭივით ჭამ“ ამბობენ: „ჩვენთან ოჯახში არ არის მიღებული საკვების მაგიდაზე დასხმა“);

ემხრობიან წესს: „ერთი კომპლიმენტი სამ შენიშვნაზე უკეთესია“.