დედაჩემს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა. მეზიზღებოდა ის…ძალიან მრცხვენოდა მის გამო. ის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის იყო მზარეული რომ ოჯახს დახმარებოდა როგორმე.
ერთხელ, დაწყებით კლასებში როცა ვიყავი დედაჩემმა შემომიარა კლასში. ძალიან შემრცხვა მაშინ.
ვფიქრობდი, როგორ მოიქცა ასე? დავაიგნორე, ზიზღიანი სახით შევხედე და გავიქეცი. შემდეგ დღეს ერთ-ერთმა კლასელმა აღნიშნა: „იუუ, დედაშენს მხოლოდ ერთი თვალი აქვს!“
მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. კიდევ მინდოდა რომ დედაჩემი უბრალოდ გაუჩინარებულიყო. იმ დღეს პირში მივახალე: „შენ გამო თუ სულ უნდა დამცინოდნენ, უკეთესი იქნება თუ მოკვდები!“
დედაჩემმა არაფერი მიპასუხა…წუთითაც არ დავფიქრებულვარ რა საშინელებას ვეუბნებოდი ისეთი გაბრაზებული ვიყავი. ძალიან გულგრილი ვიყავი მისი გრძნობების მიმართ.
მინდოდა რომ სახლიდან წავსულიყავი და მასთან აღარანაირი საქმე არ მქონოდა. მართლა კარგად ვსწავლობდი რომ როგორმე საზღვარგარეთ წავსულიყავი სასწავლებლად.
შემდეგ, ცოლი მოვიყვანე. საკუთარი სახლი ვიყიდე. ჩემი შვილები მყავდა. ბედნიერი ვიყავი საკუთარი ცხოვრებით, შვილებითა და კომფორტით. ერთხელ, დედაჩემი მოვიდა ჩემთან სტუმრად. წლების განმავლობაში არ ვყავდი ნანახი და შვილიშვილებს არც კი იცნობდა.
როდესაც კართან იდგა, ჩემმა შვილებმა მას დასცინეს და მეც ვუსაყვედურე დაუპატიჟებლად რომ მოვიდა. ვუყვირე : „როგორ ბედავ ჩემს სახლში მოსვლას და ჩემი შვილების შეშინებას? ახლავე გაეთრიე აქედან!!!“
ამაზე დედაჩემმა მშვიდად მიპასუხა: „უი, მაპატიეთ, მგონი მისამართი შემეშალა“. – და მაშინვე წავიდა.
ერთ დღეს, წერილი მომივიდა სკოლის შეკრებასთან დაკავშირებით. მე ცოლს მოვატყუე რომ მივლინებაში მივდიოდი. შეკრების შემდეგ ძველ სახლში შევიარე, მხოლოდ ინტერესისთვის.
მეზობლებმა მითხრეს რომ ის გარდაცვლილი იყო. ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია. მათ წერილი გადმომცეს რომელიც თურმე დედაჩემმა დამიტოვა.
„ჩემო უძვირფასესო ბიჭო,
სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან ვწუხვარ რომ შენს სახლში მოვედი და შენი შვილები შევაშინე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიდე რომ შეკრებაზე მოდიოდი, მაგრამ შეიძლება ლოგინიდან ადგომაც კი ვერ მოვახერხო შენს სანახავად. ძალიან ვწუხვარ რომ მუდმივი სირცხვილის მიზეზი ვიყავი შენთვის.
უნდა იცოდე…როდესაც ძალიან პატარა იყავი, ავარიაში მოყევი და ცალი თვალი დაკარგე. როგორც დედას, არ შემეძლო ატანა რომ ცალი თვალით გაზრდილიყავი, ამიტომაც ჩემი გადმოგინერგეს ექიმებმა.
ძალიან ამაყი ვიყავი ჩემი შვილით, რომელიც მთელ სამყაროს ხედავდა ჩემ მაგივრად, ჩემს ადგილას, ამ თვალით.
დიდი სიყვარულით,
შენი დედიკო.“