თუ მკითხავთ, როგორ შევიშალე, ეს ასე მოხდა: ერთ დღეს, ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ნიღაბი მოუპარავთ. შვიდი ნიღაბი, რომელთაც შვიდი ცხოვრება ვატარებდი. ხალხით სავსე ქუჩაში გავედი და ვყვიროდი: ქურდებო! დაწყევლილო ქურდებო!
ადამიანები მიყურებდნენ და ეცინებოდათ, ბევრი მათგანი სახლშიც გარბოდა – ჩემი ეშინოდათ.
როცა მარკეტში მივედი, სახურავზე მდგომმა ახალგაზრდამ ტირილით შესძახა: „ის შეშლილია“. მე მას ავხედე და მზე პირველად მეამბორა უნიღბო სახეზე. ჩემს შიშველ სახეზე, მზის პირველის შეხებისთანავე მადლიერება და სიყვარული ვიგრძენი.
მე აღარ მსურდა ნიღბის ტარება.
ექსტაზში მყოფივით ვტიროდი: „ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ყველა ქურდი, რომელთაც ნიღბები მომპარეს.
ასე გავხდი შეშლილი.
კაჰილ გიბრანი