3 თვის წინ დაიწყო ჩვენი ისტორია, სოფელში გავიცანი.. თავიდან არ მომწონდა.. ალბათ იმიტომ,რომ არ ვიცნოდი კარგად,მაგრამ დავვახლოვდით.. ტელეფონზე ერთმანეთთან ყოველღიური მიმოწერა გვქონდა და ერთმანეთს ყოველდღე ვნახულობდით..
ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა ჩემი სოფლიდან წამოსვლის შემდეგაც.. დროთა განმავლობაში მივხვდი,რომ მან ეს შეძლო და შემაყვარა თავი . გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა არა.. მე დღემდე მიყვარს,ვიცი მასაც,მაგრამ ისიც ვიცი ,რომ ჩემი წინადაუხედავი ლაპარაკით და ქცევით ვკარგავ. ღრმა დეპრესიაში ვარ,თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ,არ მძლიოს დარდმა, და თავს ვიმხნევებ.. თუ მართლა უყვარვარ შევრიგდებით… წინააღმდეგ შემთხვევაში ,სხვა რა გზა მაქვს?! მეყვარება .. ჩემთვის , ჩუმად,ძლიერ ღრმად…. და ყოველთვის… ეს გრძნობა შემაძლებინებს ყველაფერს, გადამალახინებს ყველა პრობლემას, დეპრესია მე არ მიშველის... ჩემს დღეში მყოფნო! ნუ მოიკლავთ თავებს ფიქრში , ტირილში, თუ უყვარხართ ისინი მოვლენ თქვენთან.. თუარადა გიყვარდეთ ჩუმად, ძლიერად, გულწრფრელად.. ჩემსავით…
მადლობას ვუხდით ანის თავისი ისტორიის გამოგზავნისათვის