ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც გვინდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველა მინუსი იქცევა პლუსად და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, საით მივმართავთ საკუთარ ცხოვრებას.
ოთხი მოტივი გთავაზობთ 15 მომენტს, რომელიც სწორად აღწერს ჩვენს ცხოვრებას:
1.- ვინმე დამეხმარეთ! ადამიანი კარგადაა! არის აქ პესიმისტი?
– გაიწიეთ, მე ვარ პესიმისტი. რა მოხდა?
2. – რას შეცვლიდით, წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ?
– ვალუტას!
3. თუკი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ – შესაძლებელია, თქვენგანორგანოები ამოჭრან. ხოლო თუ არაჯანსაღს – ციტატები.
4. როგორც კი სულს განიკურნავ, მაშინვე იწყება ღვიძლის ტკივილი.
5. რატომ არ ვარდებიან ადამიანები მოძრავი დედამიწიდან? -იმიტომ რომ მიერთებული არიან პოლიტიკოსებზე.
6. – რამ ჩაიფრინა? -ესნახევარი წელი იყო. ისინი აქ ხშირად გაიფრენენ-ხოლმე.
7. იჩქარებ? – კუდუსუნს დაიზიანებ. (©ყინული)
8. როცა წვენის შეფუთვაზე აწერია „გახსნა აქ“, სპეციალურად ვხსნი მეორე მხრიდან. ეგღა მაკლია, წვენის შემფუთავმა რამე მიკარნახოს.
9. საპარიკმახეროდან გამოსვლისას, ყოველთვის მაწუხებს ერთი და იგივე შეკითხვა – რატომ მკითხეს, როგორ მინდოდა შეჭრა?
10.ოფიციანტ, ლუდი! – როგორ, ლუდიარყის შემდეგ? – დაიმახსოვრე, ბიჭუნავ -არაარყის შემდეგ, არამედ შამპანურის წინ!
11. ცხოვრებაში მთავარია, არ დაკარგოთ ადამიანები, რომლებსაც თავში იგივე სახეობის ტარაკნები ჰყავთ, როგორიც თქვენ.
12.მე ფსიქოლოგი მხოლოდ სხვების ცხოვრებაში ვარ, საკუთარში კი – გიჟი.
13. ახალი წლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, აღმოაჩინოთ გემრიელია თუ არა შეფუთული კანფეტი.
14. ქალებთან დაკავშირებით ერთი პრობლემაა: ვერასდროს გებულობ, მას შემდეგ გადავიდა ჭკუიდან, რაც ცოლად მოიყვანე, თუ მანამდეც ასე იყო.
15. ყველაფერი ტყდება: გრძნობები, ადამიანები, ყურსასმენები. განსაკუთრებით ყურსასმენებმა გამანაწყენეს. მათგან ამას არ ველოდი!