მჯერა, შემიძლია ვიპოვო ადამიანში ის, რასაც ვეძებ. თუ სიკეთეს დავუწყებ ძიებას მას აუცილებლად ვნახავ – მის თვალებში, მის გულში. და ისიც ვიცი, თუ ცუდ თვისებებს ვეძებ მათაც აუცილებლად ვიხილავ.
ვაკეთებ არჩევანს და ველი რა შედეგს მომიტანს. არ ვკარგავ ოპტიმიზმსა და იმედს, რადგან ვიცი თუ ასე მოვიქცევი, საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებ, რაც მსურს.
სიცოცხლე პრობლემების გარეშე იმ ადამიანთა ცხოვრებას მაგონებს, რომლებიც სკოლაში იმიტომ კი არ დადიან რომ ისწავლონ, არამედ იმისათვის , რომ ვალი მოიხადონ. პრობლემები ჩვენს ცხოვრებაში მოდის არა იმიტომ, რომ ძირს დაგვცეს და დეპრესიაში ჩაგვაგდოს არამედ იმისათვის, რომ გამოგვწრთოს, გაგვზარდოს და ახალი გზები გაგვიხსნას.
ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით და ამაღელვებელი თავგადასავლებით. ეს შეიძლება დამხმარე წყარო იყოს იმისათვის, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო, მაგრამ ვიცი იგი ჩემი ბედნიერის ძირითადი წყარო არაა. მე ბედნიერი და უბედური ვარ მხოლოდ იმისდა გამო, რომ მე ვფიქრობ ასე.
მე პრობლემებიც მიყვარს და არასოდეს ვცდილობ გავექცე მათ, რადგან ვიცი თუ ამას გავაკეთებ, ვერ ვისწავლი გაკვეთილს მათგან და რასაც გავექეცი აუცილებლად წინ დამხვდება – შეიძლება სხვა სახით ან სხვა სახელით.
მე დახურულ კარზე არასოდეს ვაკაკუნებ: მოთმინებით ველოდები როდის გაიღება და შემდეგ შევდივარ.
ადამიანები ჩემს ცხოვრებაში მოდიან იმისათვის, რომ მასწავლონ რაიმე ან ისწავლონ ჩემგან.