სიყვარულზე საუბარი – ეს სიცარიელეზე საუბარია, ჩემთვის უფრო ახლოს რეალური ნივთებია. ერთ შესანიშნავ ფილმში, კადრებს მიღმა, მთავარი გმირის ხმა ამბობს: “დედამიწაზე ძალიან ბევრი სიყვარულია. მე ძალიან მიყვარს აეროპორტში ყოფნა, არსად ისე არ გამოიხატება სიყვარული, როგორც აქ, როდესაც დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან.“
შეხედულება სიყვარულზე ჩემთვის შეიცვალა მაშინ, როდესაც მე გადავხედე ჩემს ღირებულებებს და მიზნებს. ეხლა ჩემთვის სიყვარული–ეს შედეგია ყოველდღიური მუშაობისა საკუთარ თავზე. მოსიყვარულე – ესა მუშა, მეცნიერი და ხელოვანი, გაერთიანებული ერთ ადამიანში და მცხოვრები მეორე ადამიანისათვის.
სიყვარული – ეს არის ის,რასაც მე ვაკეთებ. გაინტერესებთ რას ვაკეთებ როდესაც მიყვარს?!
ჩამოგითვლით ყველაზე მთავარ 20 პუნქტს (ქმედებას):
1. სიყვარული – ეს დროა. რეკავს მეგობარი, ვსაუბრობთ ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე. განვიხილავთ რაღაც ლექსებს, ვსაუბრობთ მამაკაცებზე, ნაცნობებზე. ჩვენი საუბარი საათნახევარი, ორი საათი გრძელდება. დროის მხრივ მე საშინლად ეკონომიური ვარ, მაგრამ მე ამ დროს ჩემს მეგობარს ვუთმობ, რადგანაც ვიცი,რომ ეს მისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით მას ყურადღება გადააქვს იმ პრობლემებისგან, რომლებიც თავს დაატყდა.მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს მისდამი ჩემი საჩუქარია. მე ძალიან ვუფრთხილდები ჩვენს ურთიერთობებს.
2. სიყვარული – ეს ყურადღებაა. გაუკეთე საახალწლო საჩუქარი დედას და ის ძალზედ კმაყოფილი იქნება ამით.
3. სიყვარული – ეს ემოციები და გრძნობებია.მე თავს ემოციურად ამაღლებულად ვგრძნობ საყვარელი ადამიანის გვერდით. ეს აშკარად მეტყობა კიდევაც და სურვილი მიჩნდება, რომ ეს ჩემი მდგომარეობა გამერშემო მყოფთაც გავუზიარო, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის ძვირფასია. სხავთაშორის დადებითი ემოციები, ესეც ერთგვარი საჩუქარია.
4. სიყვარული – ეს მხარდაჭერაა ამაღელვებელ სიტუაციებში. ვეცნობი მამაკაცს. გაცნობის პირველ წამებში ის თვალს მარიდებს, შემდგომში ის დაბნეულ გამომეტყველებას იღებს, სდუმს და ფარულად, დაინტერესებულ მზერას მაპარებს….მე არ ვგრძნობ მის მიმართ სიყვარულს, მაგრამ თანაგრძნობის და კეთილგანწყობის გამო მასთან უშუალო საუბარს გავმართავ. შეუმჩნევლად მისთვის, მე საუბარი გადამაქვს უბრალო თემებზე. ჩემთვის არ არსებობს უხერხული პაუზები. სირთულეს არ წარმოადგენს უცხო ადამიანთან უბრალოდ დუმილიც კი. მათთვის, ვინც საკუთარ თავზე არ მუშაობს, ასეთი უხერხული სიტუაციებთან გამკლავება რთულია. ჩემი აზრით ასეთი დახმარებაც–სიყვარულის გამოხატვაა, მხოლოდ ემოციების გარეშე.
5. სიყვარული–ეს თავშეკავების უნარია. ჩემმა ძმამ ლოგინი არ გაასწორა. ვაიძულებ მას რომ ეს გააკეთოს, ის კი ყველანაირად მეწინააღმდეგება. ვხვდები რომ ფიზიკურად მას ვერ ვაიძულებ ამის გაკეთებას და თუ შევძლებ, მხოლოდ და მხოლოდ სკანდალის მოწყობის შემდეგ. ეს კი ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას გააფუჭებს. ამიტომ თავს ვიკავებ და გადაწყვეტილებას ვიღებ,რომ დროებით თავი დავანებო და სიტუაციას თავის ნებაზე ვუშვებ.ჩემი დისციპლინირებულობა სრულ წინააღმდეგობაშია მის თინეიჯერულ აზროვნებასთან. ჩემი აზრით ესეც სიყვარულია.
6. სიყვარული–ეს ერთმანეთის თვალებში ჩახედვა და მცდელობაა გაუგო მეორე ადამიანს: მის ემოციებს, გრძნობებს, მის აზრებს და სურვილებს. ამ ბოლო დროს ოჯერ მომიწია სტუმრობა ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვები ჰყავდათ. მე ვცდილობდი პრაქტიკა მათთან გამევლო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ბავშვებისაგან მყისიერი რეაგირება წამოვიდა. მე მათთან ერთად აღმოვჩნი მათ სამყაროში.თავისი ბავშვური გულუბრყვილობით, ისინი სიამოვნებით მიზიარებდნენ თავინთ საიდუმლოებებს.
7. სიყვარული – ეს თანაგრძნობაა. ვუცქერ დედაჩემს და ვცდილობ შევიგრძნო მისი ემოციები და გრძნობები და ეს გამომდის კიდევაც და სურვილი მიჩნდება მისი განწყობის შეცვლის.
8. სიყვარული – ეს მიტევებაა. მეგობარმა ქალმა , რომელსაც დედაჩემი ენდობოდა მოატყუა. ის ძალიან განიცდის ამ ამბავს. მე არ ვეთანხმები მის ამ განცდებს და ვუხსნი, რომ არ უნდა ატაროს გულში ეს წყენა. ის ბრაზობს ჩემზე და მეუბნება, რომ არ შეუძლია გაუმკლავდეს ემოციებს, მაგრამ უკვე ნაკლებად განიცდის.
9.სიყვარული– არის, როცა ხელში იღებ რამე ნივთს და მთელი შენი ყურადღება მისკენაა მიმართული. ეხლა ის შენთვის ყველაზე ძვირფასი და მშვენიერია. დიდი ხანია მივხვდი იმას, რომ ნივთებზე ზრუნვა ბევრად უფრო სასიამოვნო და მშვენიერია, ვიდრე ადამიანებზე. ისინი წინააღმდეგობას არ გიწევენ.
10. სიყვარული – ეს არის ზრუნვა, როდსესაც ეხმარები სხვა ადამიანს. სახლის დალაგება, კერძის მომზადება, ნაგვის გადაყრა ა.შ. ზღაპრულად სასიამოვნო გრძნობაა მზრუნველობა.
11. სიყვარულის გასაღები – ეს ყურადღების ფოკუსირებაა სხვა ადამიანის ინტერესებზე. მე რთულად, მაგრამ ვახერხებ კონცენტრირება სხვა ადამიანზე.
12. სიყვარული – ეს არის არჩევანი, ჩარევასა და არ ჩარევას შორის. ყველაზე რთული საკითხი ჩემთვის არის რჩევის მიცემა. ჩემი ძმა ხვდება, ჩემის აზრით უპერსპექტივო გოგოს. ავუკრძალო მას ეს შეხვედრები, თუ დავუშვა რომ შეცდომა ჩაიდინოს?შ ეცდომის ფასი კი–პოტენციური დაშორება, გატეხილი გული, ალიმენტები და უმამოდ დარჩენილი ბავშვია. მეორე მხრივ კი შეიძლება რჩევა მისცე და აარიდო ყოველივე ამას, შემდეგ კი თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ იმოქმედებს. დღემდე არ ვიცი როგორ მოვიქცე. ასე რომ, სიყვარული–ეს უპირველესად ნიშნავს იფიქირო თავით და არა აჰყვე გრძნობებს;
13. სიყვარული – ეჭვიანობაზე უარის თქმაა. ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს თქვენთვის ადამიანი,მას უფლება აქვს თავისუფალი იყოს თავის არჩევანში და ეძებოს ის ურთიერთობები რომელიც მას სჭირდება, თუნდაც სხავასთან. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენ აირჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ბოროტად არ გამოიყენებს ამ თავისუფლებას. სიყვარული–ეს უნარია დაინახო ადამიანში მისი პოტენციალი და მხარი დაუჭირო მას.
14. სიყვარული – ეს მუდმივი მუშაობაა საკუთარ თავზე, რომ გარშემო მყოფთ თავი კარგად იგრძნონ შენთან, ადვილად იურთიერთონ და საკუთარი თვითრეალიზება მოახდინონ. ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, ისეთ ქალთან, როგორიც მე ვარ ,თავად მე მომინდებოდა ურთიერთობა?!
15. სიყვარული – ეს ყოველდღიური მუშაობაა საკუთარ ახირებებზე. ყოველთვის მოიძებნება მიზეზი იმისა, რომ უკმაყოფილო იყო რამით, მაგრამ უნდა სძლიო საკუთარ თავს.
16. სიყვარული – ეს ცხოვრებაა, ღირებულებების სია. ეს არის ყოველდღიური მიზნების სია, ყოველდღიური განსაზღვრა თუ სად იმყოფები.
17. სიყვარული – ეს გამბედაობაა, უთხრა მეორე ადამიანს შენი გეგმებისა და ღირებულებების შესახებ, იმიტომ რომ არაფერი არ აღელვებს ადამიანს ისე ,როგორც ღირებულებები, რომლებიც მას ან სხვას გააჩნია.
18. სიყვარული – ეს არის „უხეშზე, შერბილებულად საუბარი.“აი,რჩევა: რაც არ უნდა უხეში სათქმელი გქონდეთ ,შეეცადეთ მით უფრო შერბილებული ხმით წარმოსთქვათ.
19. სიყვარული – ეს არის გამბედაობა იურთიერთო შენთვის არასასურველ ადამიანთან და არ დაიმალო საკუთარ ნაჭუჭში.
20. სიყვარული – ეს კომპრომისების ძიებაა საკუთარ სურვილებსა და სხვა ადამიანების სურვილებს შორის.