ლილიან ვებერი, 99 წლის “კეთილი სამარიტელია” აიოვას შტატიდან. მან გადაწვიტა კაბები შეეკერა პატარებისთვის, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ის აფრიკელ პატარებს, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, საქველმოქმედო ფონდი “Africa Charity”-ის საშუალებით ეხმარება.
ვებერი მომავალი წლის 13 მაისს ხდება 100 წლის და მისი მიზანია იუბილემდე 1 000 კაბის შეკერვა მოასწროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან უკვე მოასწრო 840 კაბის დამზადება. როგორც ამბობს, შეეძლო დღეში ორი კაბა შეეკერა, თუმცა მხოლოდ ერთს ახერხებს, რადგან თითოეულ მათგანს ინდივიდუალურ გაფორმებას უკეთებს. ლიალიანი იმედოვნებს, რომ ბავშვები იამაყებენ თავიანთი ახალი სამოსით.
ლილიან ვებერი კერვის პროცესში
მისი შეკერილი თითოეული კაბა უნიკალური დიზაინით გამოირჩევა
მან უკვე მოასწრო 840 კაბის დამზადება და სურს 100 წლის იუბილემდე ახალი კაბით 1000 ბავშვი გაახაროს.
აფრიკელი ბავშვები მადლობას უხდიან კეთილ მოხუცს.