Skip to content

92 წლის შიმონ პერესის სიტყვები, რომელიც პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ

,,შიმონ პერესის სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა,, ასე უწოდეს 92 წლის ებრაელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელის მე-9-ე პრეზიდენტის შიმონ პერესის გამოსვლას კიევში 13 სექტემბერს…

,,ჩვენ ვოცნებობდით ჩვენს მიწაზე, მაგრამ მიწა რომელიც ჩვენ გვერგო არ იყო საოცნებო. ეს იყო რაღაც პატარა ნაგლეჯი მიწისა… ახლო აღმოსავლეთის ერთი მეათასედი ნაწილი. ეს მიწა ჩვენ კარგად არ გვეპყრობოდა… იქ იყო ჭაობები, კოღოები, სამხრეთში უდაბნო და ქვები… არჩევანი კოღოებსა და ქვებს შორის იყო. იქ ორი ტბა იყო – ერთი მკვდარი და მეორე მომაკვდავი. იყო განთქმული მდინარე, თუმცა მასში წყალი არ იყო…  წყალი სრულებით არ იყო. არანაირი ბუნებრივი რესურსი არ არსებობდა – არც ოქრო და არც ნავთობი… მაშინ ასეთი გამოთქმა იყო ,,ახლო აღმოსავლეთში არსებობს ქვეყნების ორი ტიპი: ნავთობის ქვეყნები და წმინდა ქვეყნები,, ჩვენი ქვეყანა კი – აბსოლუტურად წმინდა იყო… რამეთუ არაფერი არ ჰქონდა.

ჩვენ მარტოდმარტო ვიყავით. ჩვენ არ გვყავდა არც რელიგიური ძმები, არც ერთენოვანი დები და არც  ისტორიული მეზობლები. ეს ყველაფერი ხდებოდა ჰოლოკოსტის შემდგომ… ჩვენ იქ მივედით და არ ვიცოდით რა გვექნა… ნამდვილად არ ვიცოდით.

და ჩვენ მოვიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრე – ეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.

ჩვენ გავხდით სწავლულები. ყოველმა ფერმერმა ისრაელში და ყოველმა გლეხმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ განევითარებინა სოფლის მეურნეობა წყლისა და მიწის გარეშე… და ჩვენ განვავითარეთ ის. ეს იყო პირველი სოფლის მეურნეობა მსოფლიოში, რომელიც ჰაი-ტექზე (მაღალ ტექნოლოგიაზე რედ.) დაფუძნდა. მე თვითონ მაშინ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და ჩვენ ვცდილობდით მოგვეწყა… ცხელი წყლით ვრწყავდით ხეებს და გვეგონა რომ ისინი ასე უკეთ გაიზრდებოდნენ. ჩვენდა გასოცრად, გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული არა მხოლოდ ნიადაგზე, არამედ ჰაი-ტექზე დაფუძნებულიც მუშაობს. დღეს ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს… წყალს ჩვეულებრივად პოულობენ და არა მოიპოვებენ… ჩვენ კი მისი მოპოვება დავიწყეთ… და ჩვენ წინ წავედით. ჩვენ წყლის გამტკნარებაც ვისწავლეთ. ჩვენ ვეძებდით ბოსტნეულს, რომლებიც ცოტა წყალს სვამენ და დავიწყეთ სელექცია. აი თქვენ ნამდვილი საიდუმლო: მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რაც თქვენ აღმოაჩინეთ… არამედ ის, რასაც თქვენ აწარმოებთ.

ჩვენ არც ხალხი გვყავდა და არც იარაღი გვქონდა… ჩვენ არასდროს არ გვიომია. ჩვენ სულ 450 ათასი კაცი ვიყავით და არც გენერლები გვყავდა და არც საბრძოლო გამოცდილება გვქონდა. გაერომ გადაწყვიტა შეექმნა სახელმწიფო ისრაელი, მაგრამ ფაქტიურად ომი მიდიოდა… რა უნდა გვექნა? ორი რამ…

პირველი – ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მამაცები და უშიშარნი. მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს… ჩვენ მხოლოდ უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ერთხელაც რომ დავმარცხდეთ… მორჩა.

მეორე –  იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იარაღი არ გვქონდა… ჩვენ მისი წარმოება დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ არმიის სრულყოფა და მოგვიწია განგვევითარებინა IT- სექტორი, რომელიც არმიაზე მუშაობდა… რამეთუ ვიყავით მარტონი და მტრულ გარემოცვაში.

რატომ გიყვებით ყველაფერ ამას? დღემდე ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ვეუბნები: მეგობრებო, თქვენ გაცილებით მეტი გაქვთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ… ნუ იქნებით ზარმაცები! თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი, ვიდრე მიწას შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი რამეები, რაც თქვენ აქამდე არ მოგცემიათ… ეს გაკვეთილია ყველასათვის.

უკრაინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სფეროში… თქვენ ძალიან ბევრ პროდუქტს აწვდით მსოფლიოს და სოფლის მეურნეობაზე უარი არ უნდა თქვათ… თქვენ შეგიძლიათ და ვალდებულიც ხართ ხალხის რესურსები და ტალანტი გააერთიანოთ… და ისე მოახდინოთ მოდერნიზირება.

პოტენციალი ადამიანებს ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ისინი ცოტათი ზარმაცები არიან.თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, უნდა იმუშაოთ… ციდან არაფერი არ ცვივა. ჩვენ ისრაელში ძალიან ბევრს ვმუშაობდით… რა არის ამაში ცუდი?! არ ვიცი… ადამიანები შვებულებაში გადიან… ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მე 90-ს გადავცილდი და არასდროს ვყოფილვარ შვებულებაში. მე მეუბნებიან ,,შენ რა… არანორმალური ხარ? როგორღა ისვენებ?,, მე კი ვამჯობინებ ვიმუშაო და სამუშაოსგან სიხარულს ვღებულობ. პესიმისტებიც ნუ იქნებით! ესეც დროის ფუჭი ხარჯვაა… განსაკუთრებით მაშინ, როცა დროება იცვლება.

უნდა გაჰყვეთ მეცნიერებას. მეცნიერებას არა აქვს საზღვარი, შეზღუდვა და არააქვს რეფლექსები. ნუ ცდილობთ გადაწყვიტოთ წარსულის პრობლემები… რადგან მე ვეჭვობ, რომ ამის მიღწევა შეძლებელია… წარსული საერთოდ  არანაირ როლს არ თამაშობს… უბრალოდ შეიშწავლეთ ის, რადგან წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ… წარსულში არც მომავალია და არც არანაირი იმედი.

ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს რაღაც ,,ახსოვდეთ,,… და არა ,,წარმოდგინო,, – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა… რა გინდათ რომ გახსოვდეთ? ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა?ისტორიაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ისტორიკოსების მეფეების და ხელისუფალთა მაცნეები იყვნენ… ისინი იმას ამბობდნენ რაც მათ აწყობდათ.

ადამიანებს ეშინიათ რაღაცის… მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის რა დაგვემართება.

ხანდახან მეკითხებიან: თუ უკან მოიხედავთ, როგორი იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომები?

მე ვპასუხობ: ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ დიდი ოცნებები გვქონდა… ახლა კი ვხდებით, რომ ეს ოცნებები არც ისე დიდი ყოფილა… იოცნებეთ რაღაც ძალიან დიდზე! რაც უფრო დიდი იქნება თქვენი ოცნება, მით უფრო დიდს მიაღწევთ თქვენ.

თქვენი ახალი თაობა ბრწყინვალეა… მაგრამ რაც მე მაბრაზებს მათში არის ის, რომ მათ სძულთ პოლიტიკოსები. ისინი ამბობენ: პოლიტიკა კორუმპირებულია… ის არაა ჩვენთვის. მე ვპასუხობ: თქვენ გინდათ წესიერი პოლიტიკა? წადით პოლიტიკაში და თქვენ გააკეთეთ წესიერი პოლიკა!

ზოგჯერ ადამიანები მეკითხებიან მე, როგორ უნდა დავრჩეთ აქტიურები? ეს ძალიან ადვილია… დაიანგარიშეთ თქვენს ტვინში მიღწევები და ოცნებები… თუ თქვენი ოცნებები უფრო მეტია ვიდრე თქვენი მიღწევები… ეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ… თუ პირიქითაა – ნიშნავს, რომ მოხუცდით.

ეს ის გაკვეთილებია, რაც მე წარსულიდან გამომყვა…,, აცხადებს შიმონ პერესი.

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,, წყარო