Skip to content

7 ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც დაგაფიქრებთ

ჩვენ ზოგჯერ გვგონია, რომ კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს და ზუსტად შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, თუ რას მოვიმოქმედებთ გარკვეულ სიტუაციებში. სინამდვილეში კი სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა ექპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ თქვენი ფსიქიკა ბევრად რთულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

1. რწმენა ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში.

არტურ ელისონმა, ელექტრო ტექნიკის პროფესორმა გადაწყვიტა თავისი ლექცია თამაშით დაესრულებინა. მან მოხალისეთა ჯგუფს (მათ შორის მისი კოლეგებიც იყვნენ) სთხოვა მთელი თავისი ყურადღება რკინის საყვავილეზე გადაეტანათ, რომელიც მაგიდაზე იდგა. მათ მთელი ყურადღებით უნდა ეცქირათ მისთვის და მთელი გონებით უნდა ეცადათ მისი ლავიტირება. მათ ეს შეძლეს: ლარნაკი მაგიდას მოსწყდა და ზემოთ აიწია. ელისონი ამან არ გააკვირვა, რადგანაც ლარნაკი მან წამოწია ელექტრო მაგნიტის მეშვეობით. შემდგომში აზრი ამ მოვლენის მიზეზებზე გაიყო. ერთ–ერთი მონაწილე ამტკიცებდა, რომ მან რაღაც მონაცისფრო ნივთიერება დაინახა, რომელმაც ხელი შეუწყო საყვავილეს ლავიტირებას. მეორე მონაწილე კი ამტკიცებდა, რომ არაფერი არ მომხდარა და რომ ლარნაკი გაუნძრევლად იდგა.

2. ჩვენთვის ავტორიტეტი ბევრად მაღლა დგას, ვიდრე მორალური ნორმები.

რამდენი ადამიანია მზად იმისთვის, რომ მიაყენოს ტკივილი სხვებს, თუ ეს მის მოვალეობებში შედის?! იელის უნივერსიტეტის ექსპერიმენტში „მასწავლებელს“ ყოველი შეცდომისთვის უნდა დაესაჯა „მოსწავლე“ და ყოველი შეცდომა ისჯებოდა დენის მუხტით. მოსწავლის როლს მსახიობი ასრულებდა. რა თქმა უნდა ელექტრო სადენები იმიტირებული იყო.

მასწავლებელი გადის მეორე ოთახში, სადაც გენერატორი დგას ბერკეტი წარწერით – ძაბვაა (მასწავლებელი უკვე აცნობიერებდა საშიშროებას). 15 ვოლტიდან დაწყებული, მას ყოველ მომდევნო შეცდომაზე უნდა გაეზარდა ძაბვა 450 ვოლტამდე. როდესაც საქმე ყველაზე მაღალი ძაბვის გამოყენებაზე მიდიოდა, ექსპერიმენტატორი ითხოვდა მასწავლებლისგან, რომ გაეგრძელებინა ძაბვის გამოყენება. თუ მასწავლებელს ეჭვი ეპარებოდა, ის არწმუნებდა მას, რომ ეს ექსპერიმენტისთვის მნიშვნელოვანი იყო და მოსწავლე სერიოზულ ზიანს არ მიიღებდა.

შედეგმა აჩვენა, რომ „მასწავლებელთა“ უმრავლესობა (40-დან 26-მა) აგრძელებდა მაქსიმალური ძაბვის გამოყენებას, ექპერიმენტის დასრულებამდე. ეს ექსპერიმენტი ადასტურებს ადამიანის სრული მზადყოფნა გადააბიჯოს მორალური ნორმებს „ავტორიტეტის“ მოთხოვნის საფუძველზე.

3. რეალობას თავად ვქმნით.

1993 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა. რამდენიმე ქალს სახეზე ხელოვნური იარები გაუკეთეს, მერე სარკეში ჩაახედეს და უთხრეს, რომ მათ ასე მოუწევდათ ადამიანებთან შეხვედრა. ამის შემდგომ მათ დამცავი კრემი წაუსვეს, თითქოსდა იარების ოდნავ მაინც დასაფარად. სინამდვილეში კი მათ მოაშორეს ეს იარები, ისე რომ მათ არც იცოდნენ ამის შესახებ. შემდგომში, შეხვედრიდან დაბრუნებულნი იგონებდნენ, რომ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია განიცადეს და ისიც კი თქვეს თუ რა ფორმით აყენებდნენ შეურაცყოფას. თუმცა არც ერთ მათგანს სახეზე არ ჰქონდათ ნაიარები, მაგრამ ცოდნა იმისა, რომ მათ იარები ქონდათ, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თავი დისკრიმინირებულად ეგრძნოთ.

4. ადამიანები იმაზე ზედაპირულები ვართ, ვიდრე გვგონია.

მსახიობი გამვლელთან მიდის და ეკითხება თუ სად მდებარეობს გარკვეული ქუჩა. სანამ გამვლელი უხსნის, თუ როგორ მივიდეს დანიშნულების პუნქტამდე, მათ შორის ჩაივლიან მუშები, რომლთაც კარი მიაქვთ და მოსაუბრეების მზერა გარკვეული წამების განმავლობაში წყდება. ამ პერიოდში კი მსახიობს სხვა ადამიანი ცვლის. ის სიმაღლით, ჩაცმულობით და ხმითაც განსხვავდება. მიუხედავად ამისა გამვლელთა უმრავლესობამ ვერც კი შეამჩნია ეს ცვლილება. ეს „ცვლილებების სიბრმავეა“. ის გვიჩვენებს, თუ როგორი არჩევითია ჩვენი აღქმა.

5. ნებისყოფა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს წარმატებაზე.

ეს ტესტი პირველად 40 წლის წინ ჩაატარეს. ვინც ამ ტესტს უფრო მეტ ხანს გაუძლო, მათ მომავალში უფრო ნაკლები პრობლემები ჰქონდათ

ქცევასთან, ნარკოტიკებთან და წონასთან დაკავშირებით. 40 წლის შემდეგ მეცნიერებმა კვლავ გაიმეორეს ეს ექსპერიმენტი, ეხლა უკვე 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. მათ კომპიუტერით აჩვენეს გამოსახულებები და პარალელურად გარკვეული სამუშაო უნდა შეესრულებინათ. იმათ ვინც ბავშვობაში ვერ გამოავლინეს ნებისყოფა, ასაკშიც ვერ გაუმკლავდნენ დავალებას, რადგანაც ყურადღება ეფანტებოდათ. მეცნიერები ხაზს უსვამდნენ, რომ ნებისყოფის არ ქონა არ ნიშნავს ინტელექტის განუვითარებლობას და ზოგ შემთხვევაში ის ადამიები, რომლებიც ემოციურ იმპულსებს ყვებიან სწორედ მათგან გამოდიან ცნობილი შემოქმედები.

6. ჩვენში ბევრად მეტი სისასტიკე იმალება, ვიდრე ვფიქრობთ.

სტენდფორდის უნივერსიტეტის სარდაფი მოაწყვეს ციხედ და ექსპერიმენტისთვის მოიწვიეს მოხალისე სტუდენტები. წილი უყარეს და ისინი ორ ჯგუფად გაყვეს: ზედამხედველებად და პატიმრებად, თითოეულში 12 ადამიანი. ექსპერიმენტის წინ ყოველმა მათგანმა ტესტი გაიარა ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე და ჯანმრთელობაზე. ყველა მონაწილემ თანაბარი გასამრჯელო მიიღო. ექსპერიმენტი 4 კვირა უნდა გაგრძელებულიყო. პატიმრებზე ციხის ფორმა გასცეს, სახელი ჩამოართვეს და ნომრები მიანიჭეს, ზედამხედველებს კი ნამდვილი ოფიცრის ფორმა ჩააცვეს, ხელკეტები და მუქი სათვალეები დაურიგეს. მათ ერთი დავალება ჰქონდათ: ძალის გამოყენების გარეშე პატიმრებზე ზედამხედველობა.

მეორე დღესვე პატიმრები აბუნტდნენ. არეულობის შესაჩერებლად ზედამხედველებმა ცეცხლსაქრობი ხელსაწყო გამოიყენეს. სულ მალე კი ისინი პატიმრებს აიძულებდნენ ცივ ბეტონზე შიშვლად წოლას, ხოლო შხაპით და ტუალეტით სარგებლობა კი პრივილეგია გახდა. სადისტური გადახრები და სისასტიკე – ყოველმა მესამე მცველმა გამოავლინა. ისინი უკვე ღიად დასცინოდნენ პატიმრებს. ერთ–ერთმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა და ის პატარა, ვიწრო სარდაფში გამოამწყვდიეს. დანარჩენ ტუსაღებს კი შესთავაზეს: უარი ეთქვათ ერთი ღამით საბანზე, ან მთელი ღამით დატოვებდნენ იმ ტუსაღს სარდაფში. ამას მხოლოდ ერთი მონაწილე დათანხმდა. ექსპერიმენტი ნაცვლად 4 კვირისა 1 კვირაში დაასრულეს. ბევრმა ზედამხედველმა სინანული გამოთქვა ექსპერიმენტის ნაადრევად დასრულებაზე.

7. ჩვენ თავად შეგვიძლია საკუთარ თავს ბევრ რამეზე ვუბიძგოთ.

მხატვარმა მარკო ევარისტიმ, 2000 წელს გამოფენა მოაწყო. გალერეის სტუმრებმა (დამთვალიერებლებმა) დაინახეს 10 ბლენდერი, თითოეულში ოქროს თევზი დაცურავდა. ნებისმიერ მათგანს შეეძლო თევზის მოკვლა თუ ბლენდერს ჩართავდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ეს გააკეთა. მაშინვე გამორთეს დენი, მოვიდა პოლიცია. გალერეის დირექტორი დაადანაშაულეს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში.