Skip to content

7 არაჩვეულებრივი გაკვეთილი რალფ უალდო ემერსონისგან

გაკვეთილი 1: დაისახეთ სასურველზე მაღალი მიზანი.

“არაფერი იწყება ამბიციის გარეშე და შრომის გარეშე არაფერი სრულდება. საჩუქარს ხელში არავინ ჩაგიდებთ, თავად უნდა მოიპოვოთ იგი.”

მიზანს რომ მიაღწიოთ კარგი იქნება, თუ სასურველზე მაღალ მიზანს დაისახავთ. მაგალითად, თუ გსურთ შემდეგ წელს 100 000 ლარის პროდუქცია გაყიდოთ, შეადგინეთ 150 000 ლარის პროდუქციის გაყიდვის გეგმა. იმისათვის, რომ სასურველი სურვილი აისრულოთ, უმჯობესია გეგმის გადაჭარბებით შესრულება გადაწყვიტოთ.

გაკვეთილი 2: გჯეროდეთ საკუთარი თავის.

“რა იმალება ჩვენს უკან და რა ჩვენს წინ, არაფერია იმას თან შედარებით, რაც თავად ჩვენში იმალება.”

პრობლემებზე და დაბრკოლებებზე კონცენტრირებით ჩვენ ხშირად მხედველობიდან გვრჩება ის, რისი სადავეც რეალურად ჩვენს ხელშია. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, იაზროვნეთ პოზიტიურად. არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაც მონდომებას არ შეუძლია.

გაკვეთილი 3: ებრძოლეთ შიშს.

“ყოველთვის აკეთეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გეშინიათ.”

აკეთეთ ის, რისი კეთებისაც ყველაზე მეტად გეშინიათ. ნუ შეგეშინდებათ შესაძლო დამარცხებისა და უარყოფის. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ შინაგანი შიშის დამარცხებას და იმის კეთებას, რაც აქამდე შეუძლებლად მიგაჩნდათ.

გაკვეთილი 4: შექმენით და დატოვეთ სამყაროში რაიმე ახალი და ღირებული.

“ნუ წახვალ იქ სადაც გზა წაგიყვანს, წადი იქ სადაც გზა არ არსებობს და დატოვე კვალი.”

ეცადეთ ცხოვრება ღირებულ მიზანს მიუძღვნათ. უბრალოდ ნუ მიჰყვებით ცხოვრების დინებას, ამ სამყაროში თქვენი კვალიც დატოვეთ.

გაკვეთილი 5: იმუშავეთ საკუთარ თავზე

“ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეთ, არის ის ადამიანი, რომელიც მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ იყოთ.”

თუ სადმე არსებობს წარმატების უტყუარი პრინციპი ის აუცილებლად მძიმე შრომაში იმალება. თუმცა ამას პირდაპირ ნუ გაიგებთ. მე საკუთარ თავზე მუშაობას ვგულისხმობ. საკუთარ თავზე დახარჯული დრო ბევრ დივიდენდს მოგიტანთ მომავალში. აიძულეთ საკუთარი თავი გახდეთ ყოველდღიურად მეტად ჭკვიანი და უკეთესი.

გაკვეთილი 6: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გაბედულად აკეთეთ.

“ყოველი ბრძოლის შემდეგ მშვიდობა დგება, თუმცა მხოლოდ მამაც ადამიანებს შესწევთ ძალა მოიპოვონ იგი.”

რა გზაც არ უნდა აირჩიო, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ვინც გეტყვის, რომ მართალი არ ხარ. ყოველთვის იარსებებენ წინააღმდეგობები, რომლებიც გვიბიძგებენ ვიფიქროთ, რომ ჩვენი კრიტიკოსები მართლები არიან. ჩვენს გზას, რომ არ გადავუხვიოთ არანაკლები გამბედაობაა საჭირო, ვიდრე ეს კარგ ჯარისკაცს სჭირდება.

გაკვეთილი 7: იცხოვრეთ ღირსეული ცხოვრებით.

“საქმე ცხოვრების ხანგძლივობაში კი არა, მის სიღრმეშია.”

ცხოვრების მიზანი ბედნიერებაში არაა. ცხოვრების მიზანია იყო საჭირო, დაფასებული, მოწყალე. ცხოვრების მიზანია ხედავდე განსხვავებას ფრაზებში „მე ვიცხოვრე“ და „მე კარგად ვიცხოვრე“!