Skip to content

6 წლის ბიჭის დაბადების დღის ტორტი

3 წლიდან ბავშვი ახდენს სქესობრივი იდენტიფიცირებას, ეს ავტომატურად ნიშნავს საწინააღმდეგო სქესით და ამ სქესის იდენტიფიკატორებით ინტერესაც. 6 წლის შემდედ ეს თემა ლატენტურ არიალში გადადის გარდატეხის ასაკამდე (12-13 წლამდე) აკუმულირდება და სექსუალური ლტოლვის სახით გვევლინება. აქედან დასკვნა, 6 წლის ბავშვს რომ ქალის მკერდი აინტერესებს ეს ბუნებრივია.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

იმ შემთხვევაში თუ დატუქსავს ბავშვი არაცნობიერში განდევნის საკუთარ სურვილებს და ეს მოზრდილობის ასაკში კოპლექსებისა და ტრავმების სახით დაუბრუნდება.

თუ კი მშობელი დათანხმდება ბავშვის სურვილს შედეგად მივიღებთ იმას რაც ამ კონკრეტულ შემთხევაში მოხდა. ამუშავდება სუპერეგო, საზოგადოებრივი ნორმები ბავშვის იზოლაციას მოახდენენ კრიტიკისა მეშვეობით. ბავშვი ამას ვერ გაიგებს და ტრავმად დარჩება ეს ამბავი.

პრობლემას ქმნის ის ფაქტი რომ ბავშვებში სუპერეგო გვიან ყალიბდება, ამიტომ მას არ ესმის რატომ არ შეიძლება დაბადების დღეზე მკერდის ფორმის ტორტი ჰქონდეს. მშობელმა უნდა მიიღოს ბავშვის მიერ საზოგადოებრივი ნორმების არ ცოდნა და დიალოგის გზით დაეხმაროს გაცნობიერებაში, სწორედ აღქმაში, (ეს საჭიროა ბაშვის სოციალიზაცისათვის) და შესთავაზოს ბავშვს სხვა ალტერნეტიული ვარიანტები.