ჩვენმა ჟურნალმა თქვენთვის შეაგროვა რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, არამედ იმ სირთულეების გადალახვაშიც, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით.
გაკვეთილი 1. ცოლი და მეზობელი
როგორც კი ცოლმა ბანაობა დაასრულა, ქმარი სააბაზანოში შევიდა. კარზე ზარი გაისმა. ცოლმა საჩქაროდ შემოიხვია პირსახოცი და კარის გასაღებად გაიქცა. ზღურბლთან მეზობელი ბობი იდგა, რომელმაც ქალის დანახვისთანავე მიმართა: „800 000 დოლარს მოგცემთ, თუკი პირსახოცს მოიხსნით.“ რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ, ქალი ბობის წინაშე შიშველი იდგა. ბობმა გადასცა მას 800 000 დოლარი და წავიდა. ქალმა ისევ შემოიხვია პირსახოცი და სააბაზანოში შევიდა.
– ვინ იყო? – ჰკითხა ქმარმა.
– ბობი – უპასუხა ცოლმა.
– მშვენიერია – თქვა ქმარმა, ჩემგან ნახესხები ფული ხომ არ დაუბრუნებია?
მორალი: გაუზიარეთ თქვენს პარტიორებს ინფორმაცია გაცემული კრედიტების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
გაკვეთილი 2. მღვდელი და მონაზონი. ერთხელ მღვდელმა მონაზონს სახლში გაცილება შესთავაზა. მანქანაში ჩაჯდომისას, მონაზონმა ფეხები ისე დააწყო, რომ ბარძაყი გამოუჩნდა. მღვდელი ავარიას ძლივს გადაურჩა. საჭის დამორჩილების შემდეგ, მღვდელმა ქალს ფეხზე ხელი მალულად შეახო. მონაზონმა თქვა:
– მამაო, გახსოვთ 129-ე ფსალმუნი?
მღვდელმა ხელი აიღო და სიჩქარის შეცვლის შემდეგ, კვლავ შეეხო ქალს ფეხზე. მონაზონმა თქვა:
– მამაო, გახსოვთ 129-ე ფსალმუნი?
მღვდელმა მოიბოდიშა:
– მაპატიეთ დაო, მაგრამ ხორცი სუსტია.
მონასტერთან რომ მივიდნენ, მონაზონმა ღრმად ამოისუნთქა და მანქანიდან გადავიდა. ეკლესიაში მისულმა მღვდელმა მოძებნა 129-ე ფსალმუნი, სადაც ეწერა: „გააგრძელე სვლა, ეძებე, ზემოთ ბედნიერებას იპოვი“.
მორალი: თუკი ცუდად ერკვეთით საკუთარ საქმეში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა ცხვირწინ ჩაგივლით.
გაკვეთილი 3. ბუღალტერი, მდივანი, მენეჯერი და ჯინი
სასადილოდ წასულმა ბუღალტერმა, მდივანმა და მენეჯერმა ძველი ლამფა იპოვეს. მოულოდნელად, ლამფიდან ჯინი გამოვიდა და განაცხადა:
– თითოეულ თქვენგანს თითო სურვილს შევუსრულებ.
– მე ვიქნები პირველი! – დაიძახა მდივანმა – მინდა, ახლა ვიყო ბაჰამის კუნძულებზე კატერში და არაფერზე ვფიქრობდე – და გაქრა.
– შემდეგი მე ვარ! – თქვა ბუღალტერმა – მინდა, ვისვენებდე ჰავაის პლაჟზე, მასაჟის, ტკბილი კოქტეილის მარაგის და საყვარელი ადამიანის თანხლებით – და ისიც გაქრა.
– ახლა შენი ჯერია – უთხრა მენეჯერს ჯინმა.
– მე მინდა, რომ სადილის შემდეგ, ის ორი თავხედი ოფისში დააბრუნო.
მორალი: ყოველთვის დაუთმეთ საკუთარ უფროსს აზრის პირველად გამოთქმის უფლება.
გაკვეთილი 4. არწივი და კურდღელი
არწივი ხეზე ისვენებდა. პატარა კურდღელმა დაინახა და ჰკითხა:
– შეიძლება, მეც თქვენსავით ვიჯდე და არაფერს ვაკეთებდე?
– რატომაც არა – უპასუხა არწივმა.
– კურდღელი დაჯდა ხის ძირას დასასვენებლად. უცებ გამოჩნდა მელა, დაიჭირა კურდღელი და შეჭამა.
მორალი: იმისათვის, რომ იჯდე და არაფერი აკეთო, აუცილებელია, ძალიან მაღლა ჯდომა.
გაკვეთილი 5. ინდაური და ხარი
ინდაურმა უთხრა ხარს:
– მინდა, ვიჯდე ხის კენწეროზე, მაგრამ ძალა არ შემწევს.
– ჩემი განავალი აკენკე, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, ძალას შეგმატებს – მიუგო ხარმა.
ინდაურმა ხარის რჩევა გაითვალისწინა, რამაც ნამდვილად მისცა იმის ძალა, რომ ყველაზე დაბალ ტოტზე ასულიყო. მეორე დღეს კი, როცა მეტი განავალი შეჭამა, უფრო მაღალ ტოტზე ასვლა შეძლო. ბოლოს, ინდაურმა ხის წვერს მიაღწია, რა დროსაც იგი ფერმერმა შენიშნა და თოფის სროლით ჩამოაგდო.
მორალი: განავალთან დაკავშირებული მანიპულაციებით, შესაძლოა, მიაღწიოთ მწვერვალამდე, მაგრამ ადგილის შენარჩუნებას ვერ შეძლებთ.
გაკვეთილი 6. პატარა ჩიტი
პატარა ჩიტი გამოსაზამთრებლად სამხრეთისკენ მიფრინავდა. ისე ციოდა, რომ იგი გაიყინა და დიდ მინდორზე ჩამოვარდა. ამ დროს ძროხამ გამოიარა და ჩიტზე მოისაქმა. ძროხის ნაკელში წოლისას, ჩიტმა იგრძნო, როგორ თბილოდა. მას სიცოცხლე დაუბრუნდა და ისე გამოკეთდა, რომ სიხარულის ნიშნად გალობა დაიწყო. ახლოს კატამ ჩაიარა და მგალობლით დაინტერესდა, მიჰყვა ბგერების ხმას, თავს დაესხა ჩიტს და შეჭამა.
მორალი:
1. ყველა, ვინც თქვენზე მოისაქმებს, მტერი არაა.
2. ყველა, ვინც განავლიდან ამოგიყვანთ, თქვენი მეგობარი არ არის.
3. როცა თბილად და კარგად ხართ, ნუ მოსდებთ მთელს ქვეყანას.