Skip to content

5 ფილმი,რომელიც საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ

მიუხედავად იმისა რომ სამსახურიდან შინ დაღლილები ვბრუნდებით, მაინც გვაქვს სურვილი გავიმზადოთ ცხელი შოკოლადი,ორცხობილა და ვუყუროთ ფილმებს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,რომ საახალწლოდ ყველა ჯადოსნური ოცნება სრულდება  და  რომ ზამთარი საუკეთესო დროა ბედნიერებისთვის.

გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს,რომლებიც შესაძლოა ნანახი გაქვთ,მაგრამ მათი განმეორებითი  ყურება  კვლავ აგიმაღლებთ საახალწლო განწყობას  და  ჯადოსნური ემოციებით აგავსებთ.

„ინტუიცია“ –“Serendipity”

  „ძალიან დიდი ხნის წინ ეთიოპიაში დედოფალი კასიოპეა ცხოვრობდა.რომელსაც თავი ყველაზე ლამაზ ქალად მოჰქონდა დედამიწაზე.მის სამეფოში ყველა იტანჯებოდა დედოფლის ასეთი პატივმოყვარეობის გამო.ერთხელ დედოფალი შეცდა და ღმერთები შუერაცყო,ამიტომ ზღვის ღმერთმა პოსეიდონმა  დასაჯა,ცაში მიუჩინა ადგილი და სამუდამოდ თავდაყირა დასვა სამეფო კარზე.ახლა ის მხოლოდ თანავარსკვლავედია ცაზე.ინგლისური ჭორფლი მის სამეფო ტახსტს გავს.“ – ამ ისტორიას  უყვება  თოვლის ფიფქებით სავსე  საციგურაო მოედანზე ჯონათანი სარას და გოგონას ხელი უჭირავს ხელში. პირველივე მოულოდნელი შეხვედრისთანავე მათი  გულები სიყვარულით იწყებს ფეთქვას,თუმცა რადგან ისინი უკვე დანიშნულები არიან სხვა ადამიანებზე მალევე შორდებიან ერთმანეთს.თუმცა წლების შემდეგ  გულის კარნახით ხვდებიან,რომ აუცილებლად ერთად უნდა იყვნენ და ერთმანეთის ძებნას იწყებენ. თუკი ერთად ყოფნა უწერიათ,ბედისწერა კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს,მაგრამ შეიძლება სხვაგვარად მოხდეს…

„შვებულება გაცვლით“ –  „The  holiday”

   მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ამანდამ,რომლის როლს ფილმში ლამაზმანი კამერონ დიასი ასრულებს  და ლონდონელი აირისი – მომხიბვლელი ქეით უინსლეტი, გადაწყვეტენ ინტერნეტით სახლები გაცვალონ საახალწლოდ.ისინი ვერასდროს წარმოიდგენენ,რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი შეიძლება გახდეს. ასე რომ აირისი იწყებს  ცხოვრებას ლოს ანჯელესის  ერთ-ერთ მდიდრულ სახლში,ხოლო ამანდა კი  ბრიტანეთის ზღაპრულ კოტეჯში გადადის საცხოვრებლად. და ისინი  სრულიად  უცხო გარემოში,  უცხო ქალაქის თოვლის ფიფქებით სავსე ქუჩებში  იპოვიან ბედნიერებას და ნამდვილ სიყვარულს. ფილმის სლოგანიც  ასე ჟღერს „შობის ღამეა და ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ის,რომ ვართ ახალგაზრდები და ვართ ცოცხლები.“

ახალი წლის ღამე – New Years Eve

2011 წლის ფილმი,რომელიც გვიჩვენებს,თუ როგორ შეიძლება შეიცვალის ახალ წელს ადამიანის ცხოვრება.ახალი წლის წინა დღეს ნიუ-ორკი რამდენიმე აბსოლიტურად განსხვავებული ადამიანის ცხოვრებას ერთმანეთში გადახლართავს.მომაკვდავი მოხუცი საავადმყოფოში,მდივანი,რომელმაც გადაწყვიტა აისრულოს თავისი ოცნებები,საახალწლო შოუს პროდიუსერი,რომელსაც საერთოდ არ უყვართ ახალი წელი…კინომოყვარულებს ეძლევათ შანსი   უყურონ და  თავად შეაფასონ  თითოეული მათგანის ამბავი   და შესაბამისად  იმოგზაურონ   კიდეც საახალწლო თავგადასავალში.

ნოელი – „NOEL”

 შობა ნიუ-ორკში წელიწადის ყველაზე შესანიშავი პერიოდია ამერიკელებისთვის.მთელს ქალაქში ათასობით ნაძვის ხის შუქი ინთება და ჯადოსნურ ქალაქს ემსგავსება.ამიტომ ადამიანები  ფიქრობენ, რომ არაჩვეულებრივი და ჯადოსნური რამ ელით წინ.ამ ფილმშიც მოვლენები ნიუ-ორკში  შობის  დღესასწაულზე ვითარდება.ეს არის არაჩვეულებრივი დრამა,რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.

შენთან შეხვედრამდე –  “ Me bewor you “

2016 წელს გამოვიდა ეკრანზე და მაშინათვე  გახმაურებულ  ბესტსელერად  იქცა. ფილმი მოგვითხრობს ერთ ძალიან დადებით გოგონაზე,რომელიც მილიონრების ოჯახში მათი  შვილის მოსავლელად მივა სამუშაოდ,რომელსაც უბედური შემთხვევის გამო სიარული აღარ შეუძლია. მართალია ფილმში  წელიწადის ოთხივე სეზონია ნაჩვენები, თუმცა მიუხედავად ამისა ეპიზოდი,  როდესაც სასახლე,რომელშიც მოქმედება ხდება  თოვლით იფარება და ციდან ულამაზესი,ფაფუკი ფიფქები შეუჩერებლივ ცვივა, დაუვიწყარ რომანტიულ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ამ ულამაზესი კადრების ყურების დროს, შენც ფილმის ზღაპრულ პერსონაჟად წარმოიდგენ თავს და ოცნებებში იძირები.სწორედ ფილმის  მაგიური ძალისა   და ზამთრის  თვალისმომჭრელი პეიზაჟების  გამო მოხვდა ეს  ფილმი იმ კატეგორიის ჩამონათვალში, რომელიც ჟურნალ „მოტივაციის“ მკითხველებს საახალწლო გუნება განწყობილების ასამაღლებლად შევთავაზეთ.

გისურვებთ ლამაზ კინოსეანსს და  ბედნიერ შობა-ახალ წელს !