Skip to content

5 ბიბლიური ციტატა – თუ ძალა გჭირდება

ხანდახან გრძნობ , რომ შეუვალი, უხილავი კედლის წინ დგახარ და საკუთარი ძალებით ვერაფერს გააწყობ, ამ დროს უსუსურობის განცდა გეუფლება და არც თუ იშვიათად ფარ–ხმალს ყრი.

თუ ახლა ძალაგამოლეული სადმე კუთხეში ზიხარ და არ იცი რა გააკეთო, აიღე ბიბლია და მიიღე ძალა, რადგან არის ძალა უფლის სიტყვაში! არის ძალა უძლურებაში !

გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა არის ცოცხალი და მოქმედი, ის არა მხოლოდ გვმოძღვრავს, არამედ ძირეულად ცვლის ჩვენს ცხოვრებას და ავსებს მას ძალით.

1) ესია 40:29

“აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს.”

2) ფილიპელთა 4:13

“ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.”

3) 2 კორინთელთა 12:9

“და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.”

4) აბაკუმი 3:19

“უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.”

5) ფსალმუნები 119:14

“ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი.”

წყარო: Jesus.ge