1. ინტროვერტ ადამიანებს არ უყვართ საუბარი
ეს სიმართლე არაა. ინტროვერტები არ ლაპარაკობენ, თუ მათ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ არ უვართ ამაო ყბედობა. თუ კი საუბრისას მათთვის საინტერესო თემას შეეხები, მათი საუბარი აუცილებლად შინაარსიანი იქნება.2. ინტროვერტი ადამიანები მორცხვები არიან
სიმორცხვეს ინტროვერსიასთან არაფერი აქვს საერთო. ინტროვერტებს არ ეშინიათ ადამიანების, უბრალოდ მათ კონტაქტისთვის კარგი ,,საბაბი” ჭირდებათ. ისინი არასოდეს ურთიერთობენ მხოლოდ ურთიერთობისთვის.
3.ინტროვერტი ადამიანები უხეშები არიან
ინტროვერტი ადამიანები ხშირად, მლიქვნელობის და ზედმეტი ცნობისმოყვარეობის აზრს ვერ ხედავენ. მათ შინაგანად სურთ, რომ ყველა ბუნებრივი და მართალი იყოს. მაგრამ როცა მის გარშემო ამგავარი ადამიანები არ არიან, ის ხშირად მათთან ურთიერთობას საერთოდ თავს არიდებს.
4. ინტროვერტებს არ უყვართ ადამიანები
პირიქით ინტროვერტები ძალიან აფასებენ იმ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ისინი მეგობრებს უწოდებენ. მათი მეგობრების რაოდენობა, თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ თუ თქვენ გაგიმართლად და ინტროვერტი ადმიანის მეგობარი ხართ, მაშინ გჯეროდეთ,რომ სამუდამო მოკავშირე იპოვეთ, რომელიც არასოდეს გიღალატებთ და ჭირსა და ლხინში სულ თქვენ გვერდით იქნება.
5. ინტროვერტ ადამიანებს მარტო ყოფნა ურჩევნიათ
ინტროვერტ ადამიანებს საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნა უყვართ. მათ ბევრი აზრი და ოცნება აქვთ. უყვართ პრობლემებთან ბრძოლა. მაგრამ ისინი მარტო გრძნობენ თავს როცა, არ ყავთ გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ დასკვნებს გაუზიარებენ. ზოგადად მათ საკუთარი პრობლემების სხვისთვის მოხვევა არ ჩვევიათ. ისინი ინდივიდუალისტები არიან. არასდროს აზროვნებენ მასასავით. მათ ნაკლებად აინტერესებთ ის რაც მოდაშიამ, ან პოპულარულია.