Skip to content

44 მარტივი, მაგრამ ძალიან ღრმა კითხვა … პასუხის გაცემით, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ!

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება გადამწყვეტი მომენტი, როცა ის უნდა იყოს გულწრფელი და ტყუილის გარეშე უპასუხოს ძალიან მარტივ, მაგრამ ღრმა კითხვებს. ყველა ამ კითხვას აქვს თავისებური მიდგომა, მაგრამ მათზე პასუხების გაცემა გეტყვით, თუ სად უნდა წახვიდეთ. ასეთ კითხვებს დაუფიქრებლად უნდა უპასუხო. აქ არ არსებობს სწორი და მცდარი პასუხი.

1. შეხედე საკუთარ თავს და თქვი რამდენ წელს მისცემდი.

2. მოითმინო წარუმატებლობა ან არასოდეს გამოცადო ის? აირჩიე უფრო ცუდი ვარიანტი?

3. თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს და არა ის, რაც მოგვწონს?

4. სამუშაოს დასრულების შემდეგ დაფიქრდი, რა იყო უფრო მეტი: საუბრები არაფერზე, თუ საქმე?

5. თუ გექნებოდა შანსი, შეცვალო მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?

6. წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

7. შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

8. დავუშვათ ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში, იმისთვის რომ უკეთესად გეცხოვრა?

9. რამდენად აკონტროლებთ ყველა იმ მოვლენას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება?

10. სასადილოდ ნაცნობებთან ერთად წახვედით. მოულოდნელად ისინი იწყებენ თქვენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას და არ იციან რომ ის შენი მეგობარია. როგორ მოიქცევით?

11. თუ შეგეძლებოდა შენი პატარა ძმის, დის ან შვილისთვის მხოლოდ ერთი პატარა რჩევა მიგეცა, რას ურჩევდი?

12. დაარღვევდით თუ არა კანონს, საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

13. რით განსხვავდები სხვა ადამიანებისაგან?

14. გაიხსენე, ის რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია. რას ელოდები?

15. შენც იმ აზრზე ხარ, რომ დროა მალე გაგიშვან?

16. თუ შემოგთავაზებდნენ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლას, სად წახვიდოდი და რატომ?

17. როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად რამდენჯერმე აჭერთ? მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო მალე მოვა?

18. რომელს ისურვებდი რომ იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

19. რატომ შენ? ეს შენ ხარ?

20. ისურვებდით ისეთივე მეგობარს, როგორიც თავად ხართ?

21. რა უფრო უარესი იქნება: თქვენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, თუ ის ახლოს გყავდეთ, მაგრამ შეწყვიტოთ ურთიერთობა?

22. ყველაზე მეტად რის გამო ხართ სამყაროსადმი მადლიერი?

23. რომელს აირჩევთ: თქვენი ძველი მოგონების წაშლას, თუ ახლის მოპოვებას?

24. შესაძებლელია სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

25. თქვენი ყველაზე დიდი შიში რეალობა გახდა?

26. გახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ რაზე იყავი გაბრაზებული? ეხლა აქვს მას საერთოდ რამე მნიშვნელობა?

27. რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

28. წარსულში ჩადენილმა რა ქმედებამ, თუნდაც 1 წამით, გაგრძნობინა, რომ შენ ადამიანი ხარ?

29. თუ არა ახლა, მაშინ როდის?

30. თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგი არაფერი არ გაქვს. ასე არაა?

31. გქონიათ ასეთი შემთხვევა? ვინმესთან მთელი დრო სრულიად უხმოდ გაატარეთ და შემდეგ მიხვდით, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო თქვენს ცხოვრებაში?

32. რატომ არის რელიგია, რომელიც სიყვარულს ქადაგებს, ამდენი ომის მიზეზი?

33. შეიძლება დაუფიქრებლად უპასუხო, თუ რა არის კარგი და რა ცუდი?

34. თუ ახლა წინ მილიონ დოლარს დაგიდებდნენ, მიატოვებდით ახლავე სამსახურს?

35. გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეს დღე აქამდეც არაერთხელ გამეორებულა?

36. თუ ყველა, ვისაც იცნობ ხვალ გარდაიცვლება, ვის ესტუმრებოდი დღეს?

37. გაყიდდით თქვენი ცხოვრების 10 წელს, მსოფლიო აღიარებაზე?

38. არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

39. თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვება?

40. რას გააკეთებდით თქვენს ცხოვრებაში სხვანაირად, თუ იცით, ამისათვის არავინ არაფერს გიზამთ?

41. ბოლოს როდის მოისმინეთ საკუთარი გულისცემა?

42. რა გიყვარს უფრო მეტად? ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

43. გახსოვს რა გააკეთე გუშინ? გუშინწინ? გასულ კვირას?

44. შენ თავად იღებ გადაწყვეტილებას, თუ სხვა იღებს შენს მაგივრად?

იმედი მაქვს მოუსმინეთ თქვენს შინაგანი ხმას და იგრძენით ჰარმონია სამყაროსთან. გაუზიარეთ მეგობრებს თვითანალიზი, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.

წყარო