Skip to content

4 მეუღლე (შთამაგონებელი ისტორია)

ერთ მდიდარ ვაჭარს 4 მეუღლე ჰყავდა.

მეოთხე მას ყველა მათგანზე მეტად უყვარდა… თავს ევლებოდა და ყველაფერს უსრულებდა.

მესამე მეუღლეც ძალიან უყვარდა და ყველგან ამაყობდა მისით, თუმცა ყოველთვის ეშინოდა, რომ იგი მიატოვებდა და სხვასთან წავიდოდა.

მას მეორე მეუღლეც უყვარდა. იგი ძალიან მომთმენი, კარგი მოსმენის უნარის მქონე ადამიანი და გულითადი მეგობარი იყო. ვაჭარს ყოველთვის ჰქონდა მისი იმედი და ისიც გაჭირვებაში არასოდეს ღალატობდა მას.

რაც შეეხება პირველ მეუღლეს. იგი არ უყვარდა ვაჭარს. უფრო მეტიც ვერც კი ამჩნევდა და აფასებდა მას. მაგრამ სწორედ ამ მეუღლეს უყვარდა ვაჭარი ყველაზე მეტად და აფასებდა მას.

ერთ დღეს ვაჭარი ძლიერ ავად გახდა და კვდებოდა. ახლა მე 4 მეუღლე მყავს გვერდით, მაგრამ როდესაც მოვკდები აღარავინ მეყოლება – დაიჩივლა მან და მეოთხე მეუღლეს უთხრა:

– მე შენ ყველაზე მეტად მიყვარდი და არასდროს არაფერს არ გაკლებდი. როდესაც მოვკვდები, წამოხვალ ჩემთან ერთად ჩემო საყვარელო მეუღლევ?

– არა, არ არსებობს. მე ვერ შევძლებ გავაკეთო ეს – უპასუხა მას მეოთხე ცოლმა.

მეოთხე მეუღლის პასუხით გულგატეხილმა ვაჭარმა მესამე მეუღლეს უთხრა:

– კარგად იცი, რომ მთელი ცხოვრება მიყვარდი და თავს გევლებოდი. როდესაც მოვკვდები წამოხვალ ჩემთან ერთად?

– არა – უპასუხა მას მესამე მეუღლემ. აქ ცხოვრება ძალიან კარგია. იქ ცხოვრება მაშინაც მეყოფა, როდესაც მოვკვდები.

მაშინ ვაჭარი მეორე მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა:

– ჩემო ერთგულო მეუღლევ, ყოველთვის მეხმარებოდი, როდესაც მჭირდებოდი და არასოდეს მიგიტოვებივარ. შემიძლია ახლაც მქონდეს შენი იმედი? გამომყვები თან?

– ერთადერთი სადამდეც შეიძლება მიგაცილო ეს შენი საფლავი იქნება – უპასუხა ვაჭარს მეორე მეუღლემ.

ვაჭარი სრულიად განადგურებული ჩანდა, როდესაც მას პირველი მეუღლის ხმა მოესმა:

– მე გამოგყვები თან ჩემო მეუღლევ, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი, მიყვარდი და არასოდეს ვაპირებ, რომ მიგატოვო . . .

ღრმად დაფიქრებულმა და დამწუხრებულმა ვაჭარმა პირველ მეუღლეს უთხრა:

– მაპატიე, რომ ასეთი სულელი ვიყავი . . . ბევრად მეტი ყურადღება უნდა დამეთმო შენთვის და უნდა დამეფასებინა შენი სიყვარული . . .

მორალი ( ახსნა-განმარტება)
რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ყველას 4 მეუღლე გვყავს:
ა) მეოთხე მეუღლე – ჩვენი სხეული. ჩვენ ძალიან ბევრს ვზრუნავთ მასზე, ძალიან გვიყვარს და დიდ ყურადღებას ვუთმობთ მას. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც გვტოვებს, როდესაც ამ ქვეყნიდან მივდივართ . . .
ბ) მესამე მეუღლე – ჩვენი საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობა. სიმდიდრე, ფული და ა.შ როდესაც გარდავიცვლებით ისინი სხვა ადამიანებს გადაეცემათ . . .
გ) მეორე მეუღლე – ჩვენი მეგობრები და ოჯახი. რაც არ უნდა ახლო ურთიერთობა გვქონდეს მათთან, ყველაზე გრძელი გზა, სადამდეც შეიძლება ისინი ჩვენი სიკვდილის შემდეგ გამოგყვნენ ეს ჩვენს საფლავამდე მიმავალი გზაა . . .
დ) პირველი მეუღლე – ჩვენი სული.ადამიანებს ძალიან უჭირთ სათანადოდ დააფასონ სული და იზრუნონ მასზე.მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა წავიდეთ სული მუდამ თან მოგყვება . . .