კითხვა პირველი : როგორ მოვათავსოთ ჟირაფი მაცივარში?
სწორი პასუხი: გავაღოთ მაცივარი, მოვათავსოთ ჟირაფი, დავკეტოთ მაცივარი.
კითხვით მოწმდება რამდენად სწორად შეგიძლიათ პრობლემის აღქმა და მისი მარტივად გადაჭრის გზის მოძებნა.
კითხვა მეორე: როგორ მოვათავსოთ მაცივარში სპილო?
არასწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, მოვათავსოთ სპილო, დავკეტოთ მაცივარი.
სწორი პასუხი: გავხსნათ მაცივარი, გამოვიღოთ იქედან ჟირაფი, შევდოთ სპილო, დავკეტოთ მაცივარი.
ამ კითხვის საშუალებით ხდება დადგენა, თუ რამდენად შეგიძლიათ საკითხის დინამიკაში აღქმა და წინაპირობების გათვალისწინება.
კითხვა მესამე: ლომმა დაიბარა ყველა ნადირი კრებაზე. ერთის გარდა ყველა ეახლა. რომელი ცხოველია ის ერთი?
სწორი პასუხი: სპილო. ის ხომ მაცივარშია მოთავსებული.
ეს კითხვა ამოწმებს თქვენი მახსოვრობის უნარს.
კითხვა მეოთხე: თქვენ უნდა გადაცუროთ ნიანგებით სავსე მდინარე, ნავის არქონის შემთხვევაში როგორ მოახერხებთ ამას?
სწორი პასუხი: გაცურეთ. ყველა ცხოველი ნიანგების ჩათვლით ხომ ლომთან არიან კრებაზე.
ეს კითხვა ავლენს, თუ რამდენად სწავლობთ თქვენს შეცდომებზე.