Skip to content

4 გრძნობა, რომელთაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ

ადამიანს შესანიშნავი უნარი აქვს, რომ არაფრისგან რამე გააკეთოს. მას შეუძლია სარეველები ბაღად აქციოს, ხოლო კაპიკები სიმდიდრედ.

გრძნობა ყველაზე დიდი შინაგანი ძალააა. ემოციის დროს ადამიანს შეუძლია ყველაზე გმირული (ისევე როგორც ბარბაროსული) საქციელი ჩაიდინოს. ცივილიზაცია, როგორც ასეთი, უმეტესად შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის ემოციის გონებრივი მიმართულება, რომელიც საჭირო კალაპოტშია მოქცეული.

გრძნობა საწვავია, ხოლო გონება პილოტი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ადამიანთა საზოგადოების პროგრესის ხომალდი.

რომელი გრძნობა აიძულებს ადამიანს იმოქმედოს? არსებობს ოთხი ძირითადი გრძნობა. თითოეულმა მათგანმა ან ზოგიერთი მათგანის შეთავსებამ შეიძლება ყველაზე დაუჯერებელი ქმედება გამოიწვიოს. იმ დღეს, როდესაც შეძლებთ ამ გძნობებით გაამყაროთ თქვენი სურვილი, საკუთარ ცხოვრებას შეატრიალებთ.

1. ზიზღი
ჩვეულებრივ სიტყვას „ზიზღს“ პოზიტიურ ქმედებას ვერ ვუკავშირებთ. მაგრამ, მით უფრო, შესაბამისად მიმართულმა ზიზღმა შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. ადამიანმა, რომელიც იგრძნობს, რომ ზიზღს იწვევს, იმ წერტილს მიაღწია, საიდანაც დასაბრუნებელი გზა აღარ არის. ასეთები მზად არიან მიიღონ ცხოვრების უდიდესი გამოწვევა და თქვან „ჩემგან საკმარისია.“

სწორედ ასე ვთქვი, როდესაც 25 წლისამ მრავალი დამცირება ვიწვნიე. მე ვთქვი: „ასე ცხოვრება მეტად აღარ მინდა.“ მაშინ ყურებამდე ვალებში ვიყავი.

დიახ, ზიზღის პროდუქტიული გრძნობა მაშინ გეწვევა, როცა ადამიანი ამბობს: „საკმარისია!“ ის დაიღალა შიშის, ტკივილის და დამცირების ავადმყოფური გრძნობით. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასე მეტად აღარ იცხოვრებს. მიმოიხედეთ! ამ დღემ შეიძლება შემოატრიალოს თქვენი ცხოვრება. დაარქვით მას როგორც გინდათ, დღე – „საკმარისია“, დღე – „მეტად არასოდეს განმეორდება“. როგორც არ უნდა მონათლოთ, ის უდიდეს ძალას ფლობს! არაფერს არ შეუძლია ცხოვრების შეცვლა ისე, როგორც ზიზღს, რომლისგანაც ყველაფერი თავდაყირა დგება.

2. გადაწყვეტილება
უმეტესი თქვენგანი კედელზე უნდა მიაყენოთ, რომ გადაწყვეტილება მიაღებინოთ. როგორც კი ამ წერტილამდე მივაღწევთ, მაშინვე საწინააღმდეგო გრძნობებს ვეჯახებით, რომელიც ამას ახლავს. ჩვენ მივედით გზაჯვარედინთან. ამჯერად ის შეიძლება იყოს მრავალმხრივი. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესმა კუჭი აგვატკიოს, ღამე ძილი დაგვიფრთხოს ან შაუღამით ცივი ოფლი დაგვასხას.

სასიცოცხლოდ საჭირო გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ჩვენს შიგნით მიმდინარე სამოქალაქო ომს შევადაროთ. გრძნობების მეომარი არმიები, თითოეული თავისი მოსაზრების არსენალით, ებრძვიან ერთმანეთს ჩვენი გონების დასამხობად. ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, გაბედული იქნება ის თუ მოკრძალებული, კარგად მოფიქრებული თუ იმპულსური, მას მაინც შეეძლება მიმართოს მოქმედება ან შეაჩეროს იგი. მე არ მოგცემთ ბევრ რჩევას გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, შემდეგი გამონაკლისის გარდა: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გზაჯვარედინზე არ შეყოვნდეთ. გადაწყვიტეთ. გაცილებით უკეთესია არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ვიდრე არაფერი გააკეთოთ. თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულია ებრძოლოს ემოციურ შფოთვას და შეარჩიოს საკუთარი გრძნობები.

3. სურვილი
საიდან ჩნდება სურვილი? არა მგონია, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შევძლო, რადგანაც მრავალი გზა არსებობს, მაგრამ მე ორი რამ ვიცი სურვილის შესახებ:

ა) ის მოდის შიგნიდან და არა გარედან;
ბ) ის შეიძლება გარეგანმა ძალებმა გამოიწვიოს;

თითქმის ყველაფერს შეუძლია სურვილის აღძვრა. ეს დროისა და მომზადების საქმეა. ეს შეიძლება იყოს სიმღერა, რომელიც გულში ჩაგწვდა, ქადაგება, ფილმი, ვინმესთან საუბარი, მტერთან პირისპირ შეხვედრა ან მწარე გამოცდილება, თუნდაც წიგნი ან სტატია, რომელიც უბიძგებს შინაგან მექანიზმს და აიძულებს ადამიანს თქვას: „ეს მე ახლავე მინდა.“

ამიტომ სუფთა დაუმუშავებელი სურვილის „ცხელი წერტილის“ საძებნელად თქვენს ცხოვრებაში შემოუშვით ნებისმიერი დადებითი გამოცდილება. ნუ აღმართავთ კედელს, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებიდან თავი დაიცვათ, კედელი რომელიც გულგატეხილობისგან დაგიცავთ, ასევე დაგიფარავთ გამამდიდრებელი გამოცდილების მზის სხივებისაგანაც. შემდეგი შეხება შეიძლება სწორედ ის ძალა აღმოჩნდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შემოატრიალებს.

4. გამბედაობა
გამბედაობა ამბობს „მე ვიქნები.“ ეს ორი სიტყვა ყველაზე ძლიერია. ბენჟამენ დიზრაელმა, უდიდესმა სახელმწიფო მოღვაწემ, ერთხელ თქვა: „არავის ძალუძს წინ აღუდგეს ადამიანურ ნებას, რომელსაც დასახული მიზნის მისაღწევად შეუძლია თუნდაც საკუთარი არსებობა გარისკოს.“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვინმე გადაწყვეტს „გააკეთოს ან მოკვდეს, მას უკვე ვერაფერი შეაჩერებს.

სკალიოზი ამბობს: „მე ავალ მთაზე. მათ მითხრეს, რომ ძალიან მაღალია, ძალიან შორს არის, ძალიან ციცაბოა, ძალიან კლდიანი და ძალიან ძნელია. მაგრამ ეს ჩემი მთაა. მე ავძვრები მასზე. მალე დაინახავთ, რადგან თუ ვერ მივაღწევ სიმაღლეს, მე არ დავბრუნდები.“ ვინ შეიძლება შეეკამათოს მსგავს შეხედულებას?
ასეთ რკინისებურ ნებისყოფასთან შეხებისას წარმოვიდგენ დროს, ბედსა და მდგომარეობას, რომლებიც მოიწვევენ მცირე კონფერენციას და დაადგენენ: „ბოლოსდაბოლოს ჩვენ შეგვიძლია დავრთოთ ნება თავისი ოცნება აიხდინოს. მან თქვა, რომ – ან გააკეთებს ამას ან მოკვდება, ამ საქმის გაკეთებისას.“

საუკეთესო განსაზღვრება გამბედაობისა, რომელიც ოდესმე მსმენია, გააკეთა სკოლის მოსწავლე გოგონამ ფოსტერიდან (კალიფორნიის შტატი). ლექციას წარმატების შესახებ, ვკითხულობდი საშუალო სკოლის ჯგუფში. მე ვიკითხე: „ვის შეუძლია მითხრას, რას ნიშნავს „გამბედაობა“? რამდენიმე ხელი აიწია დ რამდენიმე კარგი განსაზღვრება მოვისმინე, მაგრამ ბოლო ყველაზე საუკეთესო იყო. მორიდებული გოგონა ბოლო მერხიდან წამოდგა და წყნარად თქვა: „მე ვფიქრობ, გამბედაობა ნიშნავს, შეპირდე საკუთარ თავს, რომ არასდროს დანებდები.“ აი ის, აი ის, საუკეთესო განსაზღვრება, რომელიც ოდესმე მსმენია:

„შეპირდე საკუთარ თავს, რომ არასდროს დანებდები.“

იფიქრეთ ამაზე! რამდენი ბავშვი უნდა ცდილობდეს სიარულის სწავლას? რამდენ შანს მისცემდით საშუალოდ ბავშვს, ვიდრე ეტყოდით: „საკმარისია, შენ ყველა შანსი გამოიყენე!“? თქვენ ამბობთ – ეს სიგიჟეა? რა თქმა უნდა. ნებისმიერი დედა იტყოდა: „ჩემი ბავშვი ეცდება, სანამ სიარულს არ ისწავლის!“ გასაკვირი არ არის, რომ ყველას შეუძლია სიარული.

ამაშია ცხოვრებისეული გაკვეთილი. საკუთარ თავს ჰკითხეთ: „რამდენ ხანს აპირებთ მუშაობას, რომ ოცნებები ავისრულო?“ მე გირჩევთ ასე უპასუხოთ: „იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება.“ აი ყველაფერი ამ ოთხ გრძნობაზე.

ჯიმ რონი