25 რამ რასაც ვინანებთ, როდესაც მოვხუცდებით.
1. თუ არ ვიმოგზაურებთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება.
2. თუ არ ვისწავლით უცხო ენას.
3. თუ არ დავასრულებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ბედნიერებას არ გვანიჭებს.
4. თუ შეგვეშინდება იმის კეთების, რაც გვსურს.
5. თუ ფიზიკურ აქტივობას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ.
6. თუ გენდერულ სტერეოტიპებს დავექვემდებარებით. (“კაცი სამსახურში, ქალი სამზარეულოში.”)
7. თუ არ მივატოვებთ საქმეს/სამსახურს, რომელიც არ მოგვწონს.
8. თუ სკოლაში/უნივერსიტეტში საკმარისად კარგად არ ვისწავლით.
9. თუ ვერ შევძლებთ სიყვარულის ახსნას.
10. თუ მშობლების დარიგებას არ გავითვალისწინებთ.
11. თუ სხვების აზრზე ბევრს ვიფიქრებთ .
12. უმოქმედობას.
13. თუ წყენას გულში დავიტოვებთ.
14. თუ სხვის სურვილებს მუდმივად საკუთარზე მაღლა დავაყენებთ.
15. თუ საკუთარ სიმართლეს არ დავიცავთ.
16. თუ რაიმე სასარგებლოს არ გავაკეთებთ საზოგადოებისთვის.
17. თუ ბებია-ბაბუას რჩევებს არ ვკითხავთ.
18. თუ სამსახურს იმდენად ბევრ დროს დავუთმობთ, რომ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის მეტისმეტად მცირე დრო დაგვრჩება.
19. თუ არ დავაფასებთ განსაკუთრებულ წამებს.
20. თუ წამოწყებულ საქმეს არ დავასრულებთ.
21. თუ არ გავწევთ დიდ რისკს.
22. თუ ჩვენს სანაცნობო და პარტნიორთა წრეების გაფართოებას დროს არ დავუთმობთ.
23. თუ ბევრს ვიდარდებთ უსარგებლო საგნებზე.
24. თუ საყვარელ ადამიანებთან მეტ დროს არ გავატარებთ.
25. თუ მადლიერი არ ვიქნებით ყველაფრისთვის, რაც მოგვეცა.