1. ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.
2. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაიგებ ამ ოხერ ცხოვრებაში. უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.
3. ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
4. უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო.
5. ბედნიერება ჭკვიან ადამიანში, ეს ყველაზე იშვიათი რამაა, რაც კი მინახავს.
5. ყოველთვის გაიხსენეთ სიმთვრალის დროს,რასაც ამბობდით. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ მომავალში ენას კბილის დააჭიროთ.
6. არ არსებობს წიგნზე მეტად ლოიალური მეგობარი.
7. ენდეთ! ეს საუკეთესო გზაა რომ მიხვდეთ ვის ენდოთ.
8. როდესაც ადამიანები საუბრობენ, ყურადღებით უსმინეთ. ადამიანთა უმეტესობა საერთოდ არ გამოირჩევა ამ თვისებით.
9. არანაირი პატივი არაა იმაში, რომ თქვენს ამხანაგზე რამით მეტი ხართ. ნამდვილი ღირსება ისაა,როდესაც ვხვდებით რომ იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე ვიყავით.
10. ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა.
11. სხვისი დაცინვა მტრების შეძენას ნიშნავს.
12. ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.
13. მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე, რომელიც ან დიდად გწყალობს. ან სრულიად უარს გეუბნებათ, მაგრამ თუ ზოგჯერ ბოროტად, ან უკეთურად იქცევა, – ეს იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება.
14. ბედნიერება ადამიანს სხვადასხვა სახით ეწვევა. ვინ გამოიცნობს მას? მე, მაგალითად, ერთ ციცქნა ბედნიერებას მივიღებდი რა სახითაც უნდა ყოფილიყო და ყველაფერს მივცემდი, რასაც მოითხოვდნენ.
15. ნუ შეაფასებთ ადამიანს მეგობრების მიხედვით. გაიხსენეთ რომ იუდას უნაკლო მეგობარი ჰყავდა.
16. ადამიანი დამარცხებისთვის არ არის გაჩენილი, ადამიანი შეიძლება გაანადგუროთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.
17. სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ამას ვერ გაექცევი.