Skip to content

15 გაკვეთილი რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული

15 გაკვეთილი რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული

რთულია წარმატებული და ამასთანავე ღირსეულ ცხოვრებით იცხოვრო, მაგრამ ეს შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ საკითხებისადმი სწორი მიდგომა. “ოთხი მოტივი” გთავაზობთ წარმატებისთვის აუცილებელ 15 გაკვეთილს. შეიძლება ზოგი მათგანი რადიკალური გეჩვენოთ, მაგრამ ისინი დაგეხმარებათ სწრაფად გაიაზროთ ცხოვრების კანონები.

გაკვეთილი 1. ვერავინ გიკარნახებთ რა გჭირდებათ ბედნიერებისა და წარმატებებისათვის.

ზოგჯერ ძალიან გინდა რომ სხვა ადამიანებს დაეყრდნო, მათი რჩევით იმოქმედო. სწორიდ ამის გამი მკითხავებს მიმართავენ, პასუხისმგებლობა ნათესავებსა და მეგობრებზე გადააქვთ?! მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ იმ საკითხების გადაჭრაში, რასაც თქვენი პირადი ბედნიერება და წარმატება ქვია. აქ მხოლოდ საკუთარ თავს, თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ინტუიციის იმედი უნდა დაეყრდნოთ.

გაკვეთილი 2. აკეთეთ ის საქმე რომელიც გიყვართ.

ჰკითხეთ თქვენს თავს, ხართ თუ არა იმით დაკავებული, რაზედაც ყოველთვის ოცნებობდით?! იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ კარგად გამოგდით საქმე რომელიც გაშორებთ თქვენს ოცნებას, უმჯობესია დროულად თქვათ მასზე უარი. ამით ნაკლებ დროს დაკარგავთ, დროს რომელიც შეუფასებელია.

გაკვეთილი 3. ყველაზე უბედური ადამიანები არიან ისინი, ვინც სხვების შეხედულებებს უწევენ ანგარიშს.

როდესაც ლაპარაკი ოცნებაზე და ბედნიერებაზეა, უბრალოდ შეუძლებელია არ ახსენო ეს გავრცელებული ბარიერი. თქვენ არავის არაფერი არ უნდა უმტკიცოთ. სხვისი შეხედულებები კი თქვენთვის უბრალო ინფორმაცია უნდა იყოს და არა შეზღუდვა, რომლის გადალახვა შეუძლებელია.

გაკვეთილი 4. გარშემო მყოფთ შეუძლიათ გაგხადონ უკეთესები, ან პირიქით გაგტეხონ.

ყველაზე პოზიტიური და ძლიერი ადამიანი, რომელიც გარემოცულია უოცნებო და უმიზნო ადამიანებით, ადრე თუ გვიან ერთ-ერთ იმათგანად იქცევა. ასეთია ჩვენი ბუნება, ამიტომ ეცადეთ კონტაქტი იქონიოთ ისეთ ადამიანებთან, ვინც შთაგაგონებთ და უკან არ გექაჩებათ. ქართული ანდაზაც ხომ ამას გვასწავლის: „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“

გაკვეთილი 5. თავს ნუ მოაჩვენებთ, დარჩით ნამდვილნი.

იყავით გულწრფელი და ბუნებრივი. წხადია ეს არ გაგხდით ყველაზე პოპულარულს და საყვარელ ადამიანად, მაგრამ გეყოლებთ ნამდვილი მეგობრებით და გექნებათ საჭირო კონტაქტები.

გაკვეთილი 6. კომფორტი – ოცნების ყველაზე საშინელი მტერი.

თქვენ უნდა შეძლოთ გააკეთოთ არჩევანი კომფორტსა და თქვენს მიზნებს შორის. ოცნების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე ბევრია პრობლემის გადალახვა მოგიწევთ.

გაკვეთილი 7. განსხვავებული შედეგისთვის განსხვავებული მოქმედებაა საჭირო.

თუ თქვენ ახალი ცხოვრება გსურთ, მაშინ მოგიწევთ უარყოთ ძველი. თუ თქვენ გსურთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მაშინ თქვენ მოგიწევთ იმის კეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. ნუ შეგაშინებთ ყველაფრის თავიდან დაწყება, რათა ააშენოთ ის, რაც თქვენ სინამდვილეში გსურთ. 10 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მე-11 აუცილებლად მოგიტანთ დიდ შედეგს.

გაკვეთილი 8. ჩვენ ყველა ვაკეთებთ არჩევანს, საბოლოოდ კი არჩევანი გვქმნის ჩვენ.

თქვენი მდგომარეობა გარემოებების შედეგია კი არა, არამედ შედეგია თქვენი არჩევანისა. არ მისცეთ თქვენს შიშებს უფლება მართონ თქვენი მომავალი.

გაკვეთილი 9. თქვენი ოცნებები რეალურები ხდებიან მაშინ, როდესაც თქვენ აქცევთ მათ რეალურად.

ამბობენ, რომ ოცნებები ნებისმიერ შემთხვევაში გვისრულდება, თუ თქვენ უფლებას მისცემთ საკუთარ თავს ირწმუნოთ. აქტიური მოქმედებები გეხმარებათ დაიჯეროთ ის, რომ თქვენ ღირსნი ხართ თქვენი ოცნებების. მაშასადამე ყველაფერი ასრულებადია.

გაკვეთილი 10. გამარჯვებულები იგებენ არა იმიტომ რომ ასე გამოვიდა, არამედ იმიტომ რომ მათ ასე გადაწყვიტეს.

დაჰპირდით საკუთარ თავს რამე განსაკუთრებულს, შემდგომ კი გააკეთეთ ყველაფერი რაც საჭიროა ამ დაპირების შესასრულებლად. თქვენ დაიბადეთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულნი. მაგრამ რომ გახდეთ წარმატებულნი უნდა დაგეგმოთ და იმუშაოთ ყოველ დღე ამაზე. არ არსებობს წარმატების საიდუმლო. წარმატება უსასრულო პროცესი და ცხოვრების წესია.

გაკვეთილი 11. პრობლემები – ეს ნაწილია ნებისმიერი წარმატებისა.

თუ თქვენ პრობლემები შეგექმნათ – ეს კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სწორი მიმართულებით მიიწევთ დასახული მიზნისკენ, სწავლობთ და იზრდებით. წინააღმდეგობები არ ხვდება მას ვინც არაფერს აკეთებს. წარუმატებლობა მასწავლებელია და არა მტერი. ეს გაკვეთილია და არა დანაკარგი.

გაკვეთილი 12. ნეგატიურზე კონცენტრაცია –ყველაზე დიდი შეცდომაა.

ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ყველა წარმატებულ ადამიანშია პოზიტიური დამოკიდებულებაა (განწყობა). თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად კარგად იცხოვრებთ.

მიაჩვიეთ საკუთარი თავი სხვაგვარად ფიქრს. ნეგატიური მოვლენები არ საჭიროებენ კვირაში შვიდ დღეს. ამის ნაცვლად იფიქრეთ სასიამოვნო მომენტებზე, საყვარელ ადამიანებზე და თქვენს მიზნებზე.

დიდ წარმატებებს აღწევენ კარგი შესაძლებლობების შემჩნევით, წვრილმანი პრობლემებზე შეფერხება კარგს არაფერს მოგიტანთ.

გაკვეთილი 13. ცხოვრებაში იშვიათად ემთხვევა, სურვილები და მიღწევები.

როდესაც ყველაფერს გააკეთებთ და მიაღწევთ მიზანს, მაგრამ შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორსაც თქვენ ელოდით. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარიც კი შეიძლება არ იყოს ისე იდეალურად შეფუთული, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

გაკვეთილი 14. თუ თქვენ ყველაფერს არ გაიღებდით თქვენი მიღწევებისთვის, ის არ იქნებოდა ფასეული.

მიზნის მისაღწევათ უკან არაფერზე დაიხიოთ. ბევრად უკეთესია დაიღალო კარგი და მნიშვნელოვანი სამუშაოთი, ვიდრე არაფრის კეთებით.

გაკვეთილი 15. ცხოვრება მუდამ იცვლება და ძალიან ხშირად ეს მოულოდნელად ხდება ხოლმე.

დიახ, ცხოვრება იცვლება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ მასთან ერთად. როდესაც თქვენ განადგურებთ გარემოება, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ არ იმყოფება, დაფიქრდით, გაანალიზეთ და გადაწყვიტეთ თუ რა არის თქვენთვის ღირებული. იქონიეთ გამბედაობა გააკეთოთ არჩევანი და როდესაც დადგება დრო მოიკრიფეთ ძალები, რომ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.