Skip to content

13 რამ, რასაც არ აკეთებენ მორალურად ძლიერი ადამიანები

ჩვენი აზრები განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს, ქმედებები- ჩვევებს, ხოლო ჩვევები ჩვენს ხასიათს. აქედან გამომდინარე პირდაპირი გაგებით ჩვენ თავს ჩვენვე ვქმნით.

გთავაზობთ ქმედებების ჩამონათვალს, რომლებსაც არ აკეთებენ მორალურად ძლიერი ადამიანები:

1. ისინი არ ხარჯავენ ტყუილად დროს საკუთარი თავის შეცოდებაზე

მორალურად ძლიერი ადამიანი არ კარგავს დროს გარემოებებზე წუწუნით და არ უყვება ყველას თუ როგორ არასამართლიანად მოექცნენ.ის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. მას ესმისისფაქტი, რომ ცხოვრება არაა ყოველთვის მარტივი და სამართლიანი.

2. ისინი არ კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე

ისინი არ აძლევენ სხვებს მათი კონტროლის უფლებას და არასდროს არ ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.ისინი ხვდებიან, რომ მათი ძალა- რეაქციების კონტროლში მდგომარეობს.

3. ისინი არ გაურბიან ცვლილებებს

მორალურად ძლიერი ადამიანები არ ცდილობენ გაექცნენ ცვლილებებს. ამის ნაცვლად, ისინი მიესალმებიან მათ და მზად არიან იყონ მოქნილები. მათი ყველაზე დიდი შიში არის ინტერესის გაქრობა ცხოვრებისადმი. ცვლილებები ავლენენ მათ ყველაზე ძლიერ მხარეებს.

4. არ ხარჯავენ ენერგიას იმაზე, რისი კონტროლიც არ შეუძლიათ

მორალურად ძლიერი ადამიანისგან ვერ გაიგებთ წუწუნს დაკურგული ბარგის, საცობში მოხვედრის ან სხვა ადამიანების გამო. ისინი ხვდებიან, რომ ეს ფაქტორები არ შედის მათი კონტროლის ზონაში. ნაცვლად ამისა, ისინი ახდენენ კონცენტრაციას ისეთ საგნებზე ან მოვლენებზე, რომლების მართვაც შეუძლიათ.

5. არ ცდილობენ ყველასთვის თავის მოწონებას

მორალურად ძლიერი ხალხი აღიარებს, რომ შეუძლებელია ყველას და ყოველთვის მოეწონო. მათ არ ეშინიათ „არა“-ს თქმა ან წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლობის შემთხვევაში. ისინი მიისწრაფვიან სამართლიანობისკენ, თუმცა პატივს სცემენ საკუთარ დროს და შეუძლიათ თავაზიანად უარის თქმა სხვის თხოვნაზე.

6. არ ეშინიათ გაცნობიერებულ რისკზე წასვლა

ისინი არ მიდიან გაუაზრებელ ან სულელურ რისკზე, თუმცა არ ეშინით გააზრებელ რისკზე წასვლა. მორალურად ძლიერი ადამიანები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე, წინასწარ ფიქრობენ შესაძლო სარგებელზე და მოქმედების დაწყებამდე ყურადღებით აგროვებენ ინფორმაციას შესაძლო დანაკარგზე.

7. არ მისტირიან წარსულს

მორალურად ძლიერი ხალხი არ ხარჯავს დროს წარსულზე ფიქრით და იმაზე დარდით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. ისინი აღიარებენ თავიანთ წარსულს და შეცდომებზე სწავლობენ. ისინი ისევ და ისევ არ განიცდიან წარუმატებელ მომენტებს და არ იხსენებ დიდების დღეებს. ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და მომავლის გეგმებს აშენებენ.

8. თავიდან არ უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას

ყველამ ვიცით რა არის სისულელე, ხომ ასეა? ერთი და იგივე გადაწყვეტილებების მიღება იმ იმედით, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. მორალურად ძლიერი ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთ ქცევებსა და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. შედეგად ისინი არ იმეორებენ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, ისინი აგრძელებენ წინსვლასა და მომავალში უფრო კარგ გადაწყვეტილებებს იღებენ.

9. არ შურთ სხვა ადამიანების წარმატების

მორალურად ძლიერ ხალხს შეუძლია შეაფასოს და გაიზიაროს სხვა ადამიანის წარმატება. მათ არ შურთ და არ გრძნობენ თავს მოტყუებულად, როდესაც სხვები სჯობნიან. ნაცვლად ამისა აღიარებენ, რომ წარმატების მიღწევისთვის დიდი შრომაა საჭირო , და მზად არიან თავდაუზოგავი შრომისთვის.

10. არ ნებდებიან პირველივე მარცხის შემდეგ

ყოველი მარცხი- შესაძლებლობაა გააკეთო უკეთესად. მორალურად ძლიერი ადამიანები მზად არიან არ გაუშვან ხელიდან შანსი და გააგრძელონ მცდელობა მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს.

11. მათ არ ეშინიათ მარტოობის

მორალურად ძლიერი ადამიანები ტკბებიან და აფასებენ მომენტებს, როდესაც შეუძლიათ ყოფნა მარტოობაში. მათ არ ეშინიათ საკუთარ აზრებთან დარჩენა, და გამოიყენებენ ამ დროს გეგმების შექმნისთვის. ისინი არ არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებსა და მათ განწყობაზე. მათ უყვართ მეგობრებთან ყოფნა, თუმცა მარტოობასაც არ უჩივიან.

12. არ თვლიან, რომ მსოფლიო მათ წინაშე ვალდებულია

მორალურად ძლიერი ადამიანები არ იბადებიან იმ იმედით, რომ სხვები იზრუნებენ მათზე და რომ მსოფლიო დაეხმარება მათ. ამის მაგივად, ისინი ეძებენ შესაძლებლობებს

13. არ ელოდებიან მომენტალურ შედეგებს.

იმის მიუხედავად, მუშაობენ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე თუ ახალი ბიზნესის გახსნაზე, მორალურად ძლიერი ადამიანები არ ელოდებიან მომენტალურ შედეგებს. ისინი ზოგავენ თავის ენერგიასა და დროს და აღნიშნავენ ნებისმიერ წინსვლას. მათ აქვთ „მოთმინების უნარი“ და ხვდებიან, რომ ხარისხიან ცვლილებებს დრო სჭირდება.