Skip to content

„შარლი ებდო“ – ანტიჰუმანისტური მანქანა

‘ორგანიზებული რელიგია არის აბლაბუდა ათასობით დოქტრინისგან, რიტუალებისგან და თავზე მოხვეული რწმენებისგან, რომლის ცენტრშიც ღმერთია – უდიდესი ობობა,. ამ აბლაბუდაში ხალხი იღუპება.“ – რიჩარდ ბახი

სიტყვის თავისუფლება, ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან ღირებულებათაგან, რომლებიც კაცობრიობის უდიდეს მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს. ის თანამედროვე დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტი, ჟანგბადი და მასაზრდოვებელი ძალაა.თუმცა, მხოლოდ მაშინ , როდესაც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და კლასების თვითშეგნების ამაღლებას , ევოლუციურ განვითარებას.ის ერებსა და ხალხს, მათივე სიკეთისათვის ასწავლის და არა პირუკუ, ართმევს და უკნინებს იმ ღირებულებებს , რომლებიც მას გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში,სიტყვის თავისუფლება შეიძლება გადაიქცეს, კაცობრიობისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვანი მიღწევების გამანადგურებელ იარაღად.

სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ეს ერთი და იგივე ფენომენია, და მკაფიოდაა ასახული ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ ,ყველა ძირითად დოკუმენტში.მათ შორის ,“1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში“ და კონსტიტუციურად მიღებულია მსოფლიოს მრავალი და ცივილური ქვეყნის მიერ.

სიტყვის თავისუფლებას მრავალი სახე და კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს , მაგრამ დღეს მინდა შევეხო და ყურადღება გავამახვილო ბეჭდური მედიის თავისუფლებაზე ევროპაში. კერძოდ, ამ ბოლო დროს გახმაურებული „შარლი ებდო-ს“ ( Charlie Hebdo ) მიერ გამოქვეყნებულ კარიკატურულ ნომერზე, რომლის გამოქვეყნებასაც , პარიზის ქუჩებში მოჰყვა სისხლისღვრა და რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში დიდი შავი ლაქა დატოვა.

“შარლი ებდო“ დაარსდა საფრანგეთში . 1970 წლიდან, ითვლება მსგავსი სტილის ჟურნალ -„ჰარა კირის „ ( Hara Kiri ) მემკვიდრედ და მისი იდეების გამგრძელებლად.ფართო მასებისათვის კი,ცნობილია ,როგორც ყოველკვირეული სატირული ჟურნალი, ნონკონფორმისტული სტილის კარიკატურების, რეპორტაჟების, პოლემიკებისა და ხუმრობების შემცველი გამომცემლობა. განსაკუთრებულად „პოპულარული“ გახდა 2015 წლის 7 იანვარს ,მასზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად.შემთხვევას ემსხვერპლა 12 ადამიანის სიცოცხლე, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა.

ჩემი აზრით, წლების მანძილზე , გამომცემლობა დაკავებული იყო სხვადასხვა რელიგიებსა და კულტურებს შორის ზიზღის გაღვივებით. ის განუწყვეტლივ იღებდა შეტყობინებებს ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან, მსგავსი საქციელის შესაწყვეტად. მაგრამ წლების განმავლობაში, ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია ,როგორც საფრანგეთის მთავრობის, ასევე თვითონ ჟურნალის რედაქციის მხრიდან. პირიქით , ისინი ყოველთვის ცდილობდნენ პრესისა და სიტყვის თავისუფლების სახელით გაეგრძელებინათ ასეთი უმსგავსო და არაკეთილსინდისიერი პროპაგანდა. სამწუხაროდ ასეა დღესაც !

ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც,წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, ბევრი რამ მისაღები და დასაშვებია. ეს კი, ყოფიერებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

სამწუხაროდ, საცდურიც და გახრწნილებაც მრავლადაა.ადამიანები კეთილსინდისიერების ნიღაბს არიან ამოფარებულნი, აუარესებენ და ამტვრევენ ცივილიზაციის იმ ხიდებს, რომლებიც არსებობს სხვადასხვა კულტურებს,ხალხებს,რელიგიებს შორის და რომელთა შექმნას , მრავალი საუკუნე და კიდევ უფრო მეტი ადამიანური რესურსი და სიცოცხლე დასჭირდა, ან შეეწირა.
„შარლი ებდო“ კი, ერთ-ერთია მათგანია, რომელიც წლების მანძილზე ცდილობს ამ ხიდების დემონტაჟს და 7 იანვარს,პარიზში, მოსალოდნელი შედეგი გაამართლა კიდეც…გამომცემლობაზე თავდასხმამ, კიდევ ერთხელ დაგვანახვა რომ, ჩვენი ცივილიზაცია არც ისე მყარია და თვალის ჩინივით მოვლა და გაფრთხილება სჭირდება,რათა უფსკრულში არ გადაიჩეხოს.

საღად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი არ გაამართლებს ტერორს , მაგრამ მჯერა რომ, ეს ფაქტი ,თითოეულ ჩვენგანს ღრმად დააფიქრებს იმაზე , თუ რა შეიძლება მოჰყვეს ფსევდო ლიბერალებისა და „თავისუფალი სიტყვის „ მოყვარულების მსგავს ქმედებას,რასაც პირდაპირი ზიანი მოაქვს თავისუფალი სამყაროსათვის.

ნურავის ეგონება ,რომ იმ სიწმინდეების შებილწვა, გამასხარავება და ლაფში ამოსვრა, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე მილიონობით ხალხის თვითმყოფადობა, იმედი და სულიერება დგას , მართალი სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვაა . რეალურად,ამას მარაზმი ჰქვია!

მეტიც ! – საუკეთესო შემთხვევაში, ფრანგ ხალხს და არა მარტო მათ,არამედ იმათაც ვინც „შარლი ებდოს “ მარაზმულ ბოდვას წლების მანძილზე სოლიდარობა გამოუცხადეს,ჩემი აზრით, ბოდიში აქვთ მოსახდელი მუსულმანური სამყაროსთვის, იმ სამყაროსთვის , რომელსაც ნამდვილი მუსულმანური სამყარო ჰქვია. მხედველობაში არ მაქვს ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც ცალკე განხილვის საგანია და რომლებსაც არაფერი საერთო არ აქვთ მუსლიმთან.

გულწრფელი ბოდიშია ის , რომელიც დააჩქარებს ჩირქიანი ჭრილობის მოშუშებას და არ იქნება მიმართული ისეთი სამარცხვინო გამომცემლობის ტირაჟების გაზრდაზე, როგორიც „შარლი ებდოა“ .