Skip to content

10 ცხოვრებისეული გაკვეთილი პაოლო კოელიოსგან

1. სამყარო ქაოსური მაშინ იქნებოდა, სულელი ხალხი რომ არ არსებობდეს..
2. როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისთავად ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმას ცდილობენ, რომ როგორმე შეგცვალონ და თუ მათი სურვილისამებრ არ შეიცვლები, ბრაზდებიან. ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის როგორ უნდა იცხოვრო ამ ქვეყნად, ოღონდ რატომღაც საკუთარი ცხოვრება ჯერ ვერ აუწყვიათ.
3. ამას წინათ ერთ მეგობართან ვისადილე, რომელიც ქმარს ცოტა ხნის წინ გაშორდა. ის ქალი მეუბნებოდა: “ახლა სრული თავისუფლება მაქვს, თავფისუფლება, რომელზეც ვოცნებობდი” სისულელეა! ტყუილია! არავის არ სჭირდება ასეთი თავისუფლება,ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა,გვერდით გვჭირდება ადამიანი, რომელიც ჟენევის სილამაზით ჩვენთან ერთად დატკბება. ვისაც წიგნებზე,სტატიებზე,ფილმებზე შეეკამათები…ან…ან თუნდაც სენდვიჩს გაუყოფ იმიტომ, რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არ გაქვს..მერწმუნე ნახევრის შეჭმა ჯობია, მთლიანის ჭამას,,ფეხბურთის საინტერესო მატჩის გამო შინ სწრაფად დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ქმრისგან გულის გატეხვა, იმედგაცრუება, უყურადღებობა… მოკლედ, ყველაფერი სჯობს, ყვე–ლა–ფე–რი ჟენევაში მარტოდმარტო ხეტიალს,როცა ქალაქიც და ქვეყნიერებაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაუნაწილებლად მარტო შენია…
დამერწმუნეთ, ყველაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი სჯობს!! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს, იმიტომ, რომ როცა მარტო ხარ, და მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ ,მარტოობაზე კი არა, იძულებით მარტოობას ვგულისხმობ!
–თითქოს, კაცობრიობის ნაწილი არა ხარ, არავინ არა ხარ!
4. როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ომში ადამიანები ბედნიერები არიან. მათ უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ. არც ერთი სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი არასოდეს სთხოვს ექიმს, გემუდარები გადამარჩინეო. უკანასკნელი სიტყვები ყოველთვის მარტივია და ნამდვილი: ,,უთხარით ჩემს ცოლ-შვილს, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს.” წარმოგიდგენია? – უიმედობის ბოლო წამს სიყვარულზე ფიქრობენ.
5. სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს ჩემო კარგო, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა, რომ იმალება ხოლმე, შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
6. როდესაც გვიყვარს ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ და როდესაც ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ, სამყაროც უკეთესობისკენ იცვლება.
7. ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.
8. სიგიჟე ის არის ,როცა უნარს კარგავ, შენი გრძნობები სხვებს გაუზიარო. ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უცხო ქვეყანაში იმყოფები – ყველაფერს ხედავ, გესმის, რაც ირგვლივ ხდება, მაგრამ ვერავის ვერაფერს უხსნი და ვერც დახმარებას ითხოვ ,რადგან ის ენა არ გესმის ,რომელზედაც იქ ლაპარაკობენ.
9. ჭეშმარიტი სიყვარული არის ის, რომ შენ უშურველად, დაუნანებლად, მთლიანად გაიღებ საკუთარ თავს.
10. ჩვენ იშვიათად ვაცნობიერებთ, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივი აქვეა, ჩვენს გარშემო, რომ სასწაული ჩვენს გარშემო ხდება. ჩვენ არ გვესმის უმთავრესი, რომელ კარსაც გავუღებთ უფალს, ის იმ კარით შემოვა ჩვენთან.
4motivi.com