Skip to content

10 შთამაგონებელი ციტატა ბედნიერებაზე

,,ყოველ წუთს, როდესაც ბრაზდები, ბედნიერების სამოც წამს კარგავ‘’
რალფ უალდო ემერსონი

,,ხალხი ყოველთვის იმდენად ბედნიერია, რამდენადაც საკუთარ თავს არწმუნებს.’’
აბრაამ ლინკოლნი

,,ბედნიერებაა, როდესაც აზრი, სიტყვა და ქმედება ერთმანეთთან ჰარმონიაშია.’’
მაჰათმა განდი

,,ბედნიერება არ არის მზა. ის ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარეობს.’’
დალაი ლამა

,,ვერასოდეს გახდებით ბედნიერი, თუკი ყოველთვის მისი არსის ძიებაში იქნებით. ასევე, ვერასოდეს იცხოვრებთ, თუკი ცხოვრების მიზანს დაუწყებთ ძებნას.’’
ალბერ კამიუ

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებით ტკბობა და ბედნიერებაა – სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.’’
ოდრი ჰეპბერნი

,,რა გაქვთ, ვინ ხართ, სად ხართ და რას აკეთებთ, ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებას ან უბედურებას, არამედ ის, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ.’’
დეილ კარნეგი

,,ბედნიერება ადამიანური ძალისხმევის შედეგია. იბრძვი, მისკენ მიისწრაფი და ხანდახან მთელ მსოფლიოში მოგზაურობით ეძებ მას. მიაღწევთ თუ არა ბედნიერებას, არ მოდუნდეთ, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა განაგრძეთ. თუკი სამუდამო ბედნიერება გსურთ, მთელი ძალისხმევით იცურეთ ზემოთ.’’
ელიზაბეტ ჯილბერტი (ჭამე, ილოცე, შეიყვარე)

,,ადამიანებს პრობლემების თვლა უფრო მოსწონთ ვიდრე ბედნიერეების.’’
დოსტოევსკი

,,ბედნიერება ცხოვეების აზრია, ადამიანების არსებობის უმთავრესი მიზანი.’’
არისტოტელე

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა