Skip to content

10 სამოტივაციო გამონათქვამი დიდი კომპანიების დირექტორებისგან

“რატომ?” ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. მშვენიერი კითხვაა, მაგრამ მასზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითხვაც არსებობს: “რატომაც არა?!” – ჯეფ ბეზოსი, amazon.com-ის დამფუძნებელი.

ჯეფ ბეზოსი

” არა აქვს მნიშვნელობა, როგორი დიდი ნიჭით ხართ დაჯილდოებული ან რამდენს ცდილობთ – არსებობს ბევრი რამ, რასაც უბრალოდ დრო სჭირდება… 9  ქალის დაორსულებით ერთ თვეში ბავშვს ვერ გააკეთებთ.” – უორენ ბაფეტი, კომპანია  “ბერკშირ ჰათევეი”-ის დირექტორი.

უორენ ბაფეტი

“მუდმივად ცვალებად სამყაროში, ყველაზე ძლიერი და მყარი ბრენდები ისინი არიან, რომელთა საქმიანობაც გულიდან მომდინარეობს. მათი საფუძვლები უფრო ძლიერია, რადგან ისინი ადამიანის სულის ძლიერებას ემყარება და არა სარეკლამო კამპანიებს.” – ჰოვარდ შულცი, კომპანი “სტარბაქსის” დირექტორი.

ჰოვარდ შულცი

ადამიანი საკმარისად დიდსულოვანი უნდა იყოს, რომ აღიაროს თავის შეცდომები, საკმარისად ჭკვიანი რომ ისწავლოს მათგან და საკმარისად ძლიერი, რომ შეძლოს მათი გამოსწორება.” – ჯონ მაქსველი, კომპანია “ჯონ მაქსველი” – ის დირექტორი.

ჯონ მაქსველი

“ჩემთვის წარმატებული ბიზნესის მოდელს ბიტლზების მაგალითი წარმოადგენს. ამ ადამიანებმა დააბალანსეს ერთმანეთი. ფაქტია რადგან საერთო ჯამში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ცალ–ცალკე. ბიზნესშიც იგივეა: დიდი საქმეები ბიზნესში, არასდროს უკეთებია მხოლოდ ერთ პიროვნებას – ისინი ადამიანთა გუნდის მიერ იქმნება.” – სტივ ჯობსი, კომპანია “Apple” – ის ყოფილი დირექტორი.

სტივ ჯობსი

 

“კაპიტალი შეზღუდული არ არის, რასაც  ხედვაზე ვერ ვიტყოდი.” – სემ ვოლტონი, კომპანია “ვოლმარტ”-ის ყოფილი დირექტორი.

სემ ვოლტონი

” “ვაკეთებ კი დღეს ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, რასაც უნდა ვაკეთებდე?” ეს არის შეკითხვა რომელსაც ყოველდღიურად ვუსმავ საკუთარ თავს.. ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ახმარ. აი, ეს არის ბიზნესი..” – მარკ ცუკერბერგი, კომპანია “facebook” – ის დირექტორი.

მარკ

“ძალიან იშვიათად მინახავს,რომ ბიზნესი მუდამ სწორხაზოვანი მიმართულებით მიდიოდეს. ყოველთვის არსებობს ზიგ–ზაგები, გამარჯვება და დამარცხება, წარმატებისათვის კი საჭიროა, გჯეროდეს , რომ რასაც აკეთებ ის არის სწორი და მნიშვნელოვანი და ღირს მისთვის თავგანწირვა“ – ფრედ სმიტი, კომპანია “ფედექს”-ის დირექტორი.

ფრედ სმიტი

“სამყარო არ იზრუნებს თქვენს თავდაჯერებულობაზე. იგი მანამ მოგთხოვთ შექმნათ რაღაც, ვიდრე თავს კარგად იგრძნობთ.” – ბილ გეითსი, კომპანია “მაიკროსოფტ”- ის დირექტორი.

ბილ გეითსი

“ერთად დადგომა ეს დასაწყისია, ერთმანეთის შენარჩუნება – პროგრესი, ერთად მუშაობა კი წარმატებას ნიშნავს”- ჰენრი ფორდი, კომპანია “ფორდ მოტორს”-ის ყოფილი დირექტორი.

ჰენრი ფორდი