Skip to content
ჰითჩი მამაკაცების კონსულტანტია ურთიერთობებში, ასე ვთქვათ “მაჭანკალი”. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და მიაჩნია,რომ მამაკაცმა შეიძლება ნებისმიერი ქალის გული დაიპყროს:
“ქალი გეტყვით: “ნამდვილად ცუდი პერიოდი მაქვს”, ან რაიმე ამის მსგავს: “მეტი თავისუფლება მჭირდება”, ან “ადამიანი,რომელსაც შევიყვარებ”, “ახლა მხოლოდ კარიერაზე ვარ კონცენტრირებული. და თქვენ გჯერათ მისი? ტყუილია ეს ყველაფერი. იცით რატომ? იმიტომ,რომ გატყუებთ,აი მიზეზი. ხვდებით რაზე ვსაუბრობ? გატყუებთ!  შეიძლება არც ცუდი პერიოდი აქვს,არც მეტი თავისუფლება სჭირდება და არც კარიერაზეა მეტისმეტად კონცენტრირებული. სინამდვილეში ის ამბობს: “მომწყდი რა თავიდან” ან “უფრო დამაჯერებლად სცადე, ბრიყვივით ნუ იქცევი.” მაგრამ ნეტავ რომელია აქედან? ასეთი ურთიერთობის 60%–ი არავერბალურად მიმდინარეობს. სიტყვების 30% კი თქვენი პირიდან ამოდის. ის რასაკვირველია მოგატყუებთ! იცით რატომ? კარგი ადამიანია და არ სურს გული გატკინოთ. განა რისი თქმა შეუძლია ამის გარდა? ის თქვენ არც კი გიცნობთ. და ჩვენდა საბედნიეროდ, არცერთმა მშვენიერმა ქალმა არ იცის რა სურს, ვიდრე არ დაინახავს მას. ჩემი საქმე ესაა: ავუხილო მათ თვალები. ძირითადი პრინციპები: არა აქვს მნიშვნელობა რა, როდის და ვინ… ყველა კაცს აქვს შანსი დაიპყროს ნებისმიერი ქალის გული. უბრალოდ სწორი ნაბიჯებია საჭირო.”

მშვენიერი სიტყვებია..თუმცა ჰითჩმა არ იცის, რომ მის  პირად ცხოვრებაში ელოდებათ ამ სიტყვებს პრაქტიკული გამოცდა. 

უყურეთ