საკუთარი გრძნობების, ემოციების და ცხოვრების სხვადასხვა რთული გამოვლინების გამოსახატად, ხშირად გვიჭირს სათანადო სიტყვების შერჩევა. ჰარუკი მურაკამი ის მწერალია, რომელსაც ეს კარგად გამოსდის. იგი საოცარი სიზუსტით აღწერს ადამიანის სულში მიმდინარე მოვლენებს. იანვარში მწერალს 66 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ გამორჩეულ ციტატებს მისი შემოქმედებიდან.
1. ცხოვრება სიყვარულის გარეშე, იგივეა რაც, ქარი სარკმლის მიღმა – ვერ იგრძნობ მას და ვერც ჩაისუნთქავ.
2. ადრე მეგონა, ადამიანები წლიდან წლამდე იზრდებოდნენ, თანდათანობით… მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ადამიანი მომენტალურად შეიძლება გაიზარდოს.
3. ამქვეყნად არ არსებობს მცდარი აზრები. არსებობს აზრები, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა.
4. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია მის ცხოვრებაში ის, რასაც ვეღარ გამოასწორებს.
5. ყველა, ვინც ჩვენგან ქრება, ტოვებს ორმოს, რომლებიც არასდროს ამოივსება.
6. ჩახუტებით ერთმანეთის შიშებს ვიზიარებთ.
7. თუკი ყველას ირწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, სამყაროში საშიში აღარაფერი იქნება.
8. როგორც არ უნდა ეცადო, როცა მტკივნეულია – გტკივა.
9. უნდა გასცეთ გრძნობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თქვენში დაგროვდება და ჩაიკირება, შემდეგ კი – მოკვდება.
10. მარტოობა არ მიყვარს. უბრალოდ, ზედმეტ ნაცნობობას ვერიდები, რათა მეტ იმედგაცრუებას ავარიდო თავი.
11. ჩანს, გული შემოგარსულია და მისი გარღვევა ცოტას შეუძლია. ალბათ, ამიტომ არ გამომდის სიყვარული.
12. იყავით მართალი ერთმანეთთან და გსურდეთ დაეხმაროთ ერთმანეთს – ეს მთავარია.
13. ნებისმიერ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს რამე.
14. ადამიანს ეძლევა იმედი და იგი მას სათბურივით იყენებს, რათა სიცოცხლე გააგრძელოს. იმედის გარეშე არანაირი „შემდეგ“ არ არსებობს.
15. მთელი ჩვენი რეალობა შედგება განუწყვეტელი ბრძოლით მათ შორის, რაც იყო ნამდვილად და რისი გახსენებაც აღარ გვინდა.
16. არ არსებობს ისეთი საიდუმლო, რომელიც გულიდან გარეთ არ გაიქცევა.
17. ყველაზე მნიშვნელოვანი – არც ისეთი დიდი, როგორც სხვებს ჰგონიათ და არც ისე პატარა, როგორც თქვენ თვლით.
18. რა არის მარტოობა? ის ჰგავს გრძნობას, რომელიც მოგიცავთ წვიმიან საღამოს დიდი მდინარის ახლოს , როცა ხედავთ, თუ როგორ ჩაედინება წყლის დიდი ნაკადი ზღვაში.
19. მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს და ამავდროულად, ნაწილებად ყოფს.
20. როცა დიდხანს უყურებ ზღვას, გენატრებიან ადამიანები, ხოლო როცა ადამიანებს უყურებ დიდხანს – ზღვა.
21. შორიდან ყველაფერი ლამაზი ჩანს.
21. ხშირად ხდება, რომ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სიცარიელიდან იწყება.
22. მაღალი ეფექტურობით არასწორი მიმართულებით მოძრაობას, უმოძრაობა სჯობს.
23. როცა ვერავის უზიარებთ ფიქრებს, ისინი თქვენში იწყებენ გაყოფას.
24. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა, ცხოვრება გახდება უინტერესო.