თქვენ გინდათ, იყოთ უფრო წარმატებულები. თუმცა, ყველაფერი, რასაც კითხულობთ, ბევრ სამუშაოსთან ასოცირდება. იქნებ არსებობს მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდი, სადაც ცოტაოდენი ხალისი მაინცაა? რა თქმა უნდა.
შონ ეხორი „ბედნიერების უპირატესობები“-ს ავტორია და წლების განმავლობაში, ჰარვარდში ზუსტად ბედნიერებას შეისწავლიდა.
მან ჩაატარა ძალიან პოპულარული( და ყველაზე სახალისო) TED talk-ი.
მისმა იდეამ მიიქცია ოპრა უინფრის ყურადღება, რომლმაც შემდგომ ჩაწერა მასთან ინტერვიუ.
რა იყო განსაკუთრებული შონის ნამუშევარში? მან დაადგინა, რომ წარმატებას არ მოაქვს ბედნიერება – ბედნიერებას მოაქვს წარმატება.
შონს სჯერა (და მისმა გამოკვლევებმა აჩვენეს), რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ რაღაც, რათა ვიყოთ უფრო ბედნიერი, ხოლო ბედნიერება მოგვიტანს უფრო მეტ წარმატებას.
წარმატებას მოაქვს ბედნიერება და არა ბედნიერებას – წარმატება.
ყოველი ჩვენგანი მიისწრაფვის წარმატებისკენ, რადგან გვჯერა, რომ ის ბედნიერებას მოგვიტანს:
მე ვიქნები ბედნიერი, როცა დამაწინაურებენ.
მე ვიქნები ბედნიერი, როცა დავიკლებ წონაში.
თუმცა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ეს არ არის სიმართლე. შენ აღწევ მიზნებსა და ცოტა ხნით ხარ ბედნიერი… ხოლო შემდეგ, სხვა მიზანს ისახავ.
შონმა ახსნა, რომ ინტელექტი და ტექნიკური უნარჩვევები წარმატების მხოლოდ 25%-ს განსაზღვრავენ:
თუ ჩვენ ვიცით თანამშრომლების ტექნიკური უნარ-ჩვევები და ინტელექტი, შეგვიძლია მათი სამუშაოს მხოლოდ 25% ვიწინასწარმეტყველოთ. გრძელვადიანი სამუშაოს 75% დამოკიდებულია არა ინტელექტსა და ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე, არამედ 3 სხვა კატეგორიაზე. ეს არის ოპტიმიზმი, სოციალური კავშირი და ის, თუ როგორ უმკლავდებით სტრესს.
შეხედეთ პრობლემებს, როგორც გამოწვევებს და არა -საფრთხეებს
შონი აკვირდებოდა ბანკირებს, ზუსტად მაშინ, როცა დიდი საბანკო კრიზისი იყო. ბევრ მათგანს სტრესი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე იყო ბედნიერი და მოქნილი. რატომ? ისინი არ აღიქვამდნენ პრობლემებს, როგორც საფრთხეებს; ისინი ხედავდნენ გამოწვევებს.
ორჯერ მეტი სამუშაო ნიშნავს იმას, რომ გჭირდება ორჯერ მეტი მეგობარი
ბევრი სტუდენტი დღეებს ბიბლიოთეკაში ატარებს და ჭამა თავის ოთახში უწევს,რადგანაც არ სურს სწავლის შეწყვეტა.
აჩვენებენ ასეთი სტუდენტები უკეთეს შედეგს? არა. ისინი უბრალოდ „გადაიწვებიან“. ამით ემიჯნებიან საზოგადოებას და ბედნიერებას.
დაიმახსოვრეთ: აკადემიური მოსწრების დიდი წილი დამოკიდებულია სოციალურ კავშირზე.
გსურთ დაძლიოთ სტრესი, გაზარდოთ მწარმოებლურობის უნარი და მიიღოთ დაწინაურება? მაშინ არა მარტო მიიღეთ დახმარება სხვებისგან, არამედ თქვენც გაუწიეთ მათ დახმარება.
ყოველ დილით გააგზავნეთ „მადლობის“ წერილი
შეიძლება ფიქრობთ, რომ ბედნიერება დამოკიდებულია დიდ გამარჯვებასა და მიღწევებზე, თუმცა ცდებით. გამოკვლევამ აჩვენა, რომ პატარა საგნები უფრო მნიშვნელოვანია.
შონის აზრით, იმის ნაცვლად, რომ დიდ მიზნებზე მოახდინოთ ფოკუსირება, უფრო ჭკვიანურია, შეიმუშავოთ პატარა ჩვევები. მაგალითად: ყოველ დილით დაუთმოთ 2 წუთი „მადლობის“ შეტყობინების გაგზავნას.
კიდევ რა ჩვევების შემუშავებას გვთავაზობს შონი?
ჩამოთვალეთ საგნები, რომლებისთვის მადლიერი ხართ.
იფიქრეთ.
ივარჯიშეთ.
20 წამის კანონი
რა გაჩერებს იმისგან, რომ შეიტანო საჭირო ცვლილება შენს ცხოვრებაში? შონი ამბობს, რომ ეს „აქტივაციის ენერგიაა“.
ყველაზე რთულია დაწყება. თუმცა, თუ შეამცირებთ აქტივაციის ენერგიის რაოდენობას, რთული საგნები უფრო მარტივი გახდება. შეიმუშვეთ ახალი ჩვევა -20 წამი უფრო მარტივი დაწყებისთვის.
შეჯამება
აი, რისი სწავლა შეგვიძლია შონისგან:
წარმატებას მოაქვს ბედნიერება, არა – ბედნიერებას მოაქვს წარმატება.
შეხედეთ პრობლემებს, როგორც გამოწვევებს და არა – საფრთხეებს
ორჯერ მეტი სამუშაო ნიშნავს იმას, რომ გჭირდება ორჯერ მეტი მეგობარი
ყოველი დილით გააგზავნეთ „მადლობის“ წერილი
20 წამის კანონი
ზოგი ადამიანი თვლის, რომ რთულია, იყო ბედნიერი. ისინი იღებენ ფაქტს, რომ უბრალოდ დაიბადნენ, აქვთ მონოტონური ცხოვრება და არაფერის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, პოზიტიური ფსიქოლოგია გვიჩვენებს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
გააგზავნეთ მადლიერების შეტყობინება ახლა. ეს წაგართმევთ მხოლოდ 2 წუთს. და შემდეგი გააგზავნეთ ხვალ.
ეს ჩვევა უფრო ბედნიერს გაგხდით, ხოლო ბედნიერება მოგიტანთ მეტ წარმატებას.