Skip to content

ჯონ მაქსველი: ქარიზმატული ადამიანების 4 თვისება

ეს არ არის მანიპულაციური ენერგია ან ჯადოსნური საჩუქარი რჩეული ადამიანებისთვის. ეს იმ უნართა ნახავია, რომელთა განვითარება ყველას შეუძლია.

ერთი შეხედვით, ქარიზმა უხილავი ენერგია ან მაგნიტიზმია. ზოგი შეცდომაში შედის და ჰქგონია, რომ ქარიზმა დაბადებიდან მოჰყვებათ.

ქარიზმა განისაზღვრება როგორც ენთუზიაზმის შთამაგონებელი უნარი ან საკუთარი მომხიბვლელობით სხვებზე გავლენის მოხდენა.

ქარიზმატული ადამიანების 4 თვისება:

მათ უყვართ ცხოვრება

ისინი ძირითადად კმაყოფილებას გამოთქვამენ. მხიარული, თბილი, ენერგიული ხასიათი აქვთ. რატომ მიდიხართ შორს? მათ ღიმილს დააკვირდით. ხშირად იღიმიან და პოზიტიურ განწყობას სხვებსაც გადასდებენ. გარემოს პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

ისინი ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინში არიან

ისინი სხვებისგანაც ყველაფერს კარგს ელიან. ადამიანებს ხედავენ არა ისეთს, როგორიც რეალურად არიან, არამედ როგორიც უნდა იყვნენ.

ისინი სხვებში ხედავენ პოტენციალს და ამიტომაც სიამოვნებთ მათთან ურთიერთობა.

გაძლევენ იმედს

მათთვის მომავალი საოცარი შესაძლებლობებითა და ოცნებებით სავსეა. უდიდესი ოპტიმიზმი შემოაქვთ ცხოვრებაში, თუმცა არ იფიქროთ, რომ ისინი რეალობის მიმართ გულგრილობას იჩენენ.

ისინი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს უზიარებენ

სხვებს ღირებულებას თავიანთი სიბრძნის, შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარებით მატებენ. ძალების ერთიანობას აფასებენ და მარტო არასდროს არიან.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა