ხშირად მეკითხებიან, როგორ გავხდი წარმატებული 6 წლის განმავლობაში, როცა ადამიანებმა, რომელთაც მე ვიცნობდი, ეს ვერ შეძლეს. პასუხი მარტივია: მივხვდი, რომ ადვილია, გააკეთო რაიმე. ისინი მიხვდნენ, რომ არაფრის კეთებაა ადვილი.
მივხვდი, რომ ადვილია, დავისახო მიზნები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მივხვდი, რომ ადვილია, ვიკითხო წიგნები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს აზრებსა და იდეებზე. გამიადვილდა, დავსწრებოდი სემინარებს და ვყოფილიყავი წარმატებული ადამიანების წრეში. სხვებმა კი თქვეს, რომ შესაძლოა, ამას აზრი არ ჰქონდეს. თუ მომიწევდა შეჯამება, ვიტყოდი, რომ მე გამიადვილდა რაღაცის კეთება, მათ გაუადვილდათ არაფრის კეთება. 6 წლის შემდეგ, მე მილიონერი გავხდი, ისინი კვლავ ეკონომიკას, მთავრობასა და პოლიტიკას ადანაშაულებენ, მაგრამ – მათ უარი თქვეს მცირედი, მარტივი საქმის კეთებაზე.
ფაქტობრივად, ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანები არ იყენებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს, შესაძლებელია, ერთი სიტყვით შევაჯამოთ – უგულებელყოფა.
ეს არ არის ფულის ნაკლებობა – ბანკები ფულით სავსეა. არც შესაძლებლობების – ამერიკა და თავისუფალი მსოფლიო გვთავაზობს უპრეცედენტო და უხვ შესაძლებლობებს. ეს არც წიგნების ნაკლებობაა – ბიბლიოთკები წიგნებით სავსეა – უფასოა! ეს არ არის სკოლების ნაკლებობა – საკლასო ოთახები კარგი მასწავლებლებით არის სავსე. გვყავს უამრავი მინისტრი, ლიდერი, მრჩეველი...
ყველაფერი, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ გავხდეთ მდიდარი, ძლევამოსილი და ყველაფრის მცოდნე, ჩვენს მიღწევებშია. უმთავრესი მიზეზი, რომ ამ ყველაფერს ცოტანი ანიჭებენ უპირატესობას, ეს, უბრალოდ, უგულებელყოფაა. უგულებელყოფა, როგორც დაავადება, გავრცელდება დისიპლინის მთელ სისტემაში და დაანგრევს სიხარულით სავსე და აწყობილ ცხოვრებას.
რაღაცის არგაკეთებით, ვიცით, რომ შეიძლება, თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ, რაც თავდაჯერებულობის ნგრევას იწვევს. როგორც კი იკლებს ჩვენი თავდაჯერებულობა, მცირდება საქმიანობის დონეც. და თუ ჩვენი ქმედებები შემცირდება, შედეგიც აუცილებლად დაკნინდება. შედეგებით ტანჯვასთან ერთად, საქმისადმი დამოკიდებულებაც სუსტდება. და როდესაც ჩვენი დამოკიდებულება პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ გადადის, ეს უფრო და უფრო უარყოფითად მოქმედებს თავდაჯერებულობაზე… და ასე გრძელდება.
ასე რომ, როდესაც გაქვთ არჩევანი გაქვს – ,,ადვილია კეთება,, ან „ადვილია არაფრის კეთება’’ – არ უგულებელყოთ ეს და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მთავარია!