Skip to content

ხშირად სწორედ დანაკარგი გვასწავლის საგნების დაფასებას!

ერთხელ მოლა ნასრედინმა გზაზე უბედური კაცი შენიშნა და ჰკითხა რა აწუხებდა.

„არაფერი მახარებს ცხოვრებაში, ჩემო მეგობარო.“ უპასუხა კაცმა.

„ქონება საკმარისად მაქვს, მაგრამ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს. ხშირად ვმოგზაურობ და ბედნიერებას ვეძებ, ვცდილობ სიამოვნება და კმაყოფილება სხვადასხვა ადგილებში ვიპოვნო, თუმცა ვერ მიპოვნია!“

ნასრედინს არაფერი უთქვამს, მოულოდნელად მოგზაურის ზურგჩანთას დაავლო ხელი და კურდღელივით სწრაფად გაიქცა. მოლა კარგად იცნობდა გზას და არ გასჭირვებია მდევრის ჩამოტოვება.

როცა უკვე მიხვდა, რომ მდევარი ვეღარ დაეწეოდა, მოლამ ზურგჩანთა გზის შუაში დადო და მოგზაურის გამოჩენას დაელოდა. კაციც მალე გამოჩნდა, დაღლილ–დაქანცული მოუყვებოდა დაკლაკნილ გზას ცხელი მზის ქვეშ და დანაკარგის გამო ორმაგად უფრო უბედური ჩანდა.

მალე უბედურმა კაცმა, შუა გზაზე მიტოვებული მისი საკუთრება დაინახა და ბედნიერებისგან ხმამაღლა შეჰყვირა.

„ესეც ბედნიერების მიღწევის ერთ–ერთი გზაა“, გაეღიმა მოლა ნასრედინს. „ხშირად სწორედ დანაკარგი გვასწავლის საგნების დაფასებას“.

თარგმანი: 4motivi.com