ერთხელ ერთი ბიჭი ბრძენთან მივიდა და უთხრა:
– ხშირად ვარ ცუდ ხასიათზე და არ შემიძლია ვაკონტროლო საკუთარი სიბრაზე. ეს ჩემს ბუნებაში, ჩემს ხასიათშია და ალბათ შეუძლებელია,რომ ვუმკურნალო მას.
– მართლაც, რომ საინტერესოა – მიუგო ბიჭს ბრძენმა. შეგიძლია მიჩვენო რა გჭირს და როგორ გემართება?
– ახლა? ამ წუთას ვერ გიჩვენებთ, შეუძლებელია – მიუგო ბრძენს ბიჭმა.
– და მაშ როდის შეგიძლია მიჩვენო? – შეეკითხა მას ბრძენი
– მოულოდნელად მემართება – გამოტყდა ბიჭი.
– ძალიან კარგი. ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს შენც შეგიძლია თავისუფლად აკონტროლო შენი ხასიათი და სიბრაზე.
ისინი შენს ბუნებაში ნამდვილად არაა, რადგან თუ ასე იქნებოდა, აბა დაფიქრდი,ხომ შეძლებდი, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით გეჩვენებინა იგი ჩემთვის?