Skip to content

"ჭკვიანურად მძიმე" შრომა

ერთხელ ერთმა ვაჭარმა ხისმჭრელი დაიქირავა და კარგი ხელფასი და სამუშაო პირობები შესთავაზა. ხისმჭრელი პატიოსანი და ერთგული კაცი იყო და გადაწყვიტა, რომ  კარგი მუშაობით გადაეხადა ვაჭრის ვალი.
ვაჭარმა მისცა მას ნაჯახი და მიუთითა ადგილი, სადაც უნდა მოეჭრა ხე.
პირველ დღეს ხისმჭრელმა 18 ხე მოჭრა.
– მშვენიერია – შეაქო იგი ვაჭარმა. ასე გააგრძელე!
შექებით მოტივირებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ უკეთესად ემუშავა მეორე დღეს, თუმცა მიუხედავად დიდი მონდომებისა,მხოლოდ 15 ხის მოჭრა მოახერხა.
მესამე დღეს ხისმჭრელმა კიდევ უფრო მეტად მოინდომა,თუმცა ახლაც უარესი შედეგი მიიღო და მხოლოდ 10 ხის მოჭრა შეძლო და შემდეგ დღეებში კიდევ ვერ აუარესებდა შედეგს.
– ალბათ გადავიღალე და ჩემი ძალა დავკარგე – გაიფიქრა ხისმჭრელმა, შემდეგ ვაჭართან მივიდა და ბოდიში მოუხადა ცუდი შედეგების გამო.
– ბოლოს როდის გალესე ნაჯახი? – ღიმილით ჰკითხა ვაჭარმა მას.
– როდის გავლესე? არა, არც კი მახსოვს, ძალიან დაკავებული ვიყავი ხეების ჭრით – სიმწრის ღიმილით უპასუხა მას ხისმჭრელმა.