ერთხელ მოწაფეებმა ქრისტეს ჰკითხეს, როდის გამოგვეცხადებიო? მაშინ, როცა იესო მთელი თავისი სიდიადით იდგა მათ წინაშე.
ერთხელ ბუდასაც ჰკითხეს იგივე. იგი ტყეში მიდიოდა. გზა სავსე იყო გამხმარი ფოთლებით, ქარი ქროდა. ტყე საოცარ ხმებს გამოსცემდა. ანანდა და ბუდა მარტონი აღმოჩნდნენ, რადგან ზოგი მოწაფე წინ წასულიყო და ზოგიც უკან ჩამორჩენილიყო. ანანდამ ჰკითხა ბუდას: „შენ ყველაფერი გაგვიმხილე, რაც გაგაჩნია, თუ რაიმე ფარავ ჩვენგან?“ ბუდამ უთხრა: „ჩემი ხელის გული განხსნილია, ბუდას მუშტი არ აქვს, შეხედე ამ ტყეს, არაფერია მასში დაფარული. მეც ამ ტყესავით გახსნილი ვარ..“ შემდეგ რამდენიმე გამხმარი ფოთოლი მომუჭა და თქვა: „ეხლა მუშტი შეკრულია და შენ ვერ დანახავ ფოთლებს“.
ძუნწი ადამიანიც, რომელსაც არ სურს ცოდნა სხვასაც გაუზიაროს, მუშტს ჰგავს. შემდეგ ბუდამ გაშალა ხელისგული, ფოთლები გადმოცვივდა და მან თქვა: „ბუდას ხელი უკვე გაშლილია, მე განვაცხადე ყველაფერი დ თუ შენ გრძნობ, რომ რაღაც დამალულია, ეს შენგან გამომდინარეობს და მე არაფერ შუაში ვარ.“
იესო მოწაფეებთან დგას, ისინი კი ეკითხებიან, როდის გამოგვეცხადებიო. იგი უკვე გამოცხადდა… და „როდის გიხილავთ..“ მოწაფეები ფიქრობენ, რომ იესო კიდევ რაღაცას მალავს.. არადა იესო არ იმალება, მოწაფეები არ არიან საკმარისად გახსნილნი, მათი ცნობიერება დაბინდულია და ისინი ვერ ხედავ ქრისტეს.
ჭეშმარიტება არ არის დაფარული, ეს თქვენ ხართ ჩაკეტილნი. ჭეშმარიტება გამოცხადებულია ყველგან და ყოველ წამში.
ჭეშმარიტება არასოდეს არ არის დაფარული, მხოლოდ ტყუილი ესწრაფვის დამალვას. მხოლოდ სიცრუეა საიდუმლო. ჭეშმარიტება გაშლილ ხელისგულს ჰგავს, ეს თქვენ ხართ შეკრულნი, მუშტივით ჩაკეტილნი.