Skip to content

წერა მარტოსული ცხოვრებაა– ერნესტ ჰემინგუეის სიტყვა ნობელის პრიზის გადაცემაზე

1954 წლის ოქტომბერში ერნესტ ჰემინგუეი ნობელის პრიზით დააჯილდოეს ლიტერატურაში, თუმცა ეს ჯილდო მისთვის რაიმე განსაკუთრებულ ოცნებასა და პრივილეგიას არ წარმოადგენდა. პრესასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ სხვა კანდიდატები მეტად იმსახურებდნენ ამ ჯილდოს. ჰემინგუეი პრიზის გადაცემის ცერემონიალსაც არ დასწრებია, რადგან ამ დროს შვედეთში მოგზაურობდა. ჯილდოს მიღების სიტყვის წაკითხვა მან ჯონ კაბოტს სთხოვა, რომელიც ამ დროისთვის აშშ–ს ელჩი გახლდათ შვედეთში. მოგვიანებით მწერალმა, ამ სიტყვის საკუთარი ჩანაწერიც გააკეთა.
“ჩემთვის არც ისე ადვილია სიტყვის წარმოთქმა, რადგან ორატორული ნიჭით ნამდვილად არ გამოვირჩევი. მსურს მადლობა გადავუხადო ალფრედ ნობელის პრიზის ყველა ორგანიზატორს.
შეუძლებელია მორჩილების გარეშე მიიღო ეს პრიზი, როცა გსმენია იმ დიდი ავტორების შესახებ რომელთაც ნობელის ჯილდო არასდროს რგებიათ. არ არსებობს ამ მწერლების ჩამონათვალი, თუმცა ნებისმიერ თქვენგანს საკუთარი სია ექნება, გემოვნებისა და ცოდნის მიხედვით.
ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა მეთხოვა ჩვენი ქვეყნის ელჩისთვის წაეკითხა სიტყვა, რომელშიაც მწერლის ყველა გულისთქმა იქნებოდა ჩადებული. ყველაფერი მაშინვე არც ჩანს, რასაც მწერალი წერს და სწორედ ამაშია მისი იღბალი და უპირატესობა, თუმცა საბოლოოდ მისი აზრი სავსებით ნათელი ხდება და გარვეული ალქიმიის წყალობით, რომელსაც ის ფლობს ან დროს უძლებს ან იკარგება.
წერა, თავის საუკეთესო მდგომარეობაში, მარტოსული ცხოვრებაა. მწერალთა ორგანიზაციები ამსუბუქებენ მათ მარტოსულობას, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ეს წერის ხარისხს აუმჯობესებს. როცა მწერალი მარტოობას არღვევს ხალხის თვალში იზრდება, თუმცა ხშირად მისი შრომის ხარისხი უარესდება. მწერალი მარტო ასრულებს საკუთარ სამუშაოს და თუ საკმარისად კარგად წერს, ის აუცილებლად იხილავს მარადისობას ან ყოველდღიურად შეამჩნევს მის ნაკლებობას.
ნამდვილი მწერლისათვის ყოველი წიგნი ახალი დასაწყისია, სადაც ის ცდილობს მიაღწიოს მიზანს, რომელიც ჯერ კიდევ მიუღწეველია. მწერალი აუცილებლად უნდა ცდილობდეს აკეთოს ის, რაც აქამდე არ შექმნილა, ან რაც სხვებმა სცადეს და ვერ მოახერხეს. შემდეგ კი, იშვიათად, დიდი იღბლის წყალობით, იგი წარმატებასაც მიაღწევს.
რაოდენ ადვილი იქნებოდა მწერლობა, თუ მხოლოდ იმ ენით დავწერდით,რაც აქამდეც მშვენივრად დაწერილა. ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვყავს დიდი მწერლები, რომ მწერალი წარსულისგან შორსაა და შეუძლია წავიდეს იქ, სადაც არავის შეუძლია მას დაეხმაროს.
ალბათ ბევრი ვისაუბრე მწერლის კვალობაზე. მწერალი კალმით გადმოსცემს საკუთარ სათქმელს და არა სიტყვით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.”
თარგმანი: 4motivi.com