Skip to content

წარმატების ფორმულა 1

ყველას გვსურს ვიყოთ წარმატებული, მაგრამ იშვიათად, თითქმის არასდროს დავფიქრდებით იმაზე, თუ რა ფაქტორებს თვლიან აუცილებლად წარმატების უმოკლეს დროში მისაღწევად უკვე წარმატებული ადამიანები.

მსოფლიოს ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ყველაზე მეტად გავრცელებულია მოსაზრება, რომ ადამიანი დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის დამთავრების გარეშე (რა თქმა უნდა ინგლისურისა და კომპიუტერის ან/და საზღვარგარეთული დიპლომის გარეშე ? ).

საინტერესოა, განვითარებულ ქვეყნებში როგორი მოსაზრებაა გავრცელებული წარმატებასთან დაკავშირებით (?).

პრეზენტაციაში თავმოყრილია ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა, სადაც მსოფლიოში ცნობილი წარმატებული ადამიანები გვირჩევენ, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას უმოკლესი გზით.

როგორც აღმოჩნდა, ინგლისურ და რუსულენოვან საიტებზე ყველაზე მეტად გავრცელებულია Coach University-სა (1992) და International Coach Federation-ის (1994) დამფუძნებლის, ამერიკელი ტრენერის თომას ლეონარდის (1955-2003) წარმატების ფორმულა: 10%+40%+50%=100%, სადაც:

10% – განათლებაა (ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები);

40% – აზროვნების წესი;

50% – გარემოცვა;

100% – წარმატება.

პრეზენტაციის ავტორის, პროფესორ პაატა ცაგარეიშვილის თქმით – „ბევრი ადამიანი (მათ შორის მეც) თავიდან ეჭვის თვალით უყურებს წარმატების ასეთ განმარტებას, რადგან რა გამოდის ნახეთ: რაც აქამდე გვისწავლია – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა თუ დოქტორანტურა, სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებსა თუ კონფერენციებში მიგვიღია მონაწილეობა, წარმატების მიღწევის საქმეში შეადგენს მხოლოდ 10%-ს (???). თუმცა რაც დრო გადის, ადამიანი (მაგალითად მე) თანდათან ხვდება აღნიშნული ფორმულის ჭეშმარიტებას“.

მეტი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: sepiango.org