Skip to content

ძროხა – მოტივატორი საინტერესო ცხოვრებისთვის

ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან. არადა საინტერესო ცხოვრება სწორედ იქაა, კომფორტის ზონის გარეთ. რაც არ უნდა დიდი შემოსავალი გქონდეს, თუ არ გამოხვედი კომფორტის ზონიდან და ყოველი დღე არ გახადე საინტერესო, შენი ცხოვრება დაემგვანება ძროხისას ?

ძროხის ცხოვრება

ძროხა ძალიან მაგარი „ვინმეა“, ყველამ იცის მისი შესაძლებლობები – რძე, მაწონი, კარაქი, ყველი, სულგუნი, რძისგნ დამზადებული ნამცხვრები, კანფეტები, შოკოლადები, ძროხის ხორცი და მისგან დამზადებული პროდუქტები… ძროხა რომ არა, მსოფლიოს ამდენი რამის გემო არ ეცოდინებოდა. მაგრამ რამდენადაც მრავალფეროვანია ძროხის შესაძლებლობები, იმდენად ერთფეროვანია მისი ყოველდღიურობა: ჭამა, მოიწველა, ჭამა, მოიწველა, ჭამა, მოიწველა და ა.შ. ვინ ფიქრობს ძროხის ყოველლდღიურ ცხოვრებაზე? არავინ!.. არც თვითონ ძროხა, იმიტომ რომ ძროხაა და ადამიანივით აზროვნება არ შეუძლია.

ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება

ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები, არ აქვს საყვარელი საქმე, არ უყვარს გართობა, მოგზაურობა, არ უყვარს მუსიკა, თეატრი, ფილმები, არ აქვს პოზიტიური ემოციებით დატვირთული, საინტერესო და სრულყოფილი ცხოვრება, არ იცის რა არის სიყვარული, არ ჰყავს ოჯახი, არ ზრდის შვილებს, არ ზრუნავს მშობლებზე, მეგობრებზე და თან არც ფიქრობს რომ ეს ყველაფერი რა მაგარი რამეა, არაფრით განსხვავდება ძროხის ცხოვრებისაგან – ჭამა, იმუშავა, ჭამა, იმუშავა, ჭამა, იმუშავა და ა.შ.

„ისე ნუ იცხოვრებ, თითქოს არასდროს გარდაიცვლები, და ისე ნუ მოკვდები, თითქოს არასდროს გიცხოვრია“ – დალაი-ლამა