Skip to content

ცხოვრების წესად ქცეული სწავლა

სკოლა რომელზეც მინდა გიამბოთ 23 წელია რაც საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს და უდიდესი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლოს სფეროს უმთავრესი კითხვის ამოსახსნელად: როგორ უნდა ვაქციოთ სწავლა ბავშვისა და მოზარდის ცხოვრების წესად?! ხშირი როდესაც ბავშვები სწავლობენ გამოცდისთვის, სწავლობენ ნიშნისთვის და სკოლაში მიღებული არც ცოდნა და არც უნარჩვევები სკოლის გარეთ აღარ მიყვებათ.  არადა თავად სიტყვა „მოსწავლე“ გულისხმობ ადამიანს, რომელიც სწავლასა და  განვითარებაზეა ორიენტირებული  კონკრეტულ ლოკაციისა და ასაკი მიუხედავად, ყველგან, ყოველთვის და „სიბერემდე“, აქვს სურვილი განვითარდეს.

„აიბი მთიები“ არის სკოლა-პანსიონი, რომელიც თიბისი ბანკის „ბიზნეს დაჯილდოება 2017-ის“ ფინალისტი გახლდათ.

კონცეფცია კი რომლის გარშემოც არის აგებული სკოლის ფუქციონირების იდეა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  1. სისტემური სწავლება, ეტაპობრივად სასწავლო უნარების განვითარება:
  • 1-3 კლასები – შემეცნებითი ჩვევების ათვისება. ბავშვები სწავლობენ სწავლას. დაწყებით კლასებში ბავშვისთვის უმთავრესია გაიაროს ადაპტაცია სკოლასთან როგორც აკადემიურ ინსტიტუტთან. მიიღოს ახალი გარემო და მისთვის საყვარელი და საინტერესო გახდეს. ამის შემდეგ კი მისთვის უფრო მარტივი ხდება ფაქტების იმ მეთოდით დამახსოვრება როგორც ეს სასკოლო პროცესში ხდება;
  • 3-6 კლასები – ეს ის პერიოდია როდესაც ბავშვის ფანტაზიას ეძლევა უმთავრესი გასაქანი და აქცენტიც კრეატიულ გამნვითარებაზე კეთდება, რამდენადაც ბავშვის ფსიქიკა ამ პერიოდისთვის მზად არის შემოქმედებითობა სასწავლო პროცესის ნაწილად აქციოს;
  • 6-10 კლასები – იწყება კვლევითი უნარების განვითარება. ბავშვი იწყებს სიღმეებში ჩასვლას, მიზეზების პოვნასა და შედეგთან მიმართებაში კავშირების დაჭერას.
  • 10-12 კლასი – ინოვაციური აზროვნების განვითარება. ამ პერიოდისთვის მოსწავლეს აქვს ყველა ის უნარი რომ საგნებს განსხვავებული, არა შაბლონური თვალით შეხედოს. მოსწავლებს უწევთ რეფერატების წერა, რომლის ფარგლებშიც მათ ევალებათ არამარტიო სხვათა ნააზრევის გაცნობიერება, არამედ საკუთარი აზრის, რაიმე ახლის თქმა.
  1. ინდივიდუალური მიდგომა, ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად მოსწავლისთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების ცოდნის გაღმავების შესაძლებლობა ეძლევათ. 7 კლასიდან მოსწავლე საქვს დაკვირვების საშულება, რა უფრო მსოწონს ტექნიკურ-საბუნემისმეტველო საგნები თუ ჰუმანიტარული მიამრთულება. საკუთარი არჩევანის შესაბამისად სკოლა სთავაზობს მათ ინტენსიურ სწავლებას იმ მიმართულებით რასაც აირჩევენ.
  2. სასკოლო პროცესი გულისხმობს როგორც საგნების ახსნას, ასევე ახსნილი მასალის დასწავლის ხელშეწყობასაც. გაკვეთილის მიზანია ბავშვს აუხსნა, გააგებინოს და დაასწავლოს საკითხი, დაეხმაროს ახლის გაცნობიერებასა და დამახსოვრებაში.  გაკვეთილზე ნასწავლის გამოკითხვაში დრო არ იკარგება, ცოდნის შემოწმებისთვის დამოუკიდებელი სარეიტინგო წერები არსებობს.

„აიბი მთიების“  მთავარი ამოცანაა მოასწავლეს დაეხმაროს საკუთარი თავის პოვნაში. იმისათვის რომ მას სკოლის დამთავრების შემდეგ შეეძლოს იმ პროფესიის შერჩევა რაც მისია, რისი სიღმესეული ათვისებც სურს, პროფესია რომელში ის დახელოვდება და საქმე რომლის მთელი ცხოვრების მანძილზე კეთება არ მობეზრდება.
სკოლის  „რელაქს სივცეში“ მუდმივად იმართება ლექციები და საჯარო შეხვედრები პროფესიულ საკითხებში წარმატებული ადამიანების მონაწილეობით.  მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სკოლას ქართულ კომპანიებთან და მათ მაგალითზე მოსწავლეები ეცნობიან მუშაობის სფეციფიკას და იმას თუ რას და როგორ აკეთებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამ კომპანიებში. მაგალითისთვის, კვლევითი საქმიანობის ფარგლებში საბუნებისმეტყველე საგნებში მოსწავლეებს უწევთ ისეთ ბაზრის ლიდერ კომპანიებში სტუმრობა და კვლევის წარმოება როგორებიც არიან: ზედაზენი, ბადაგონი, კოკა-კოლა.
„პირადად ჩემთვის უმთავრესი სიამაყის საგანია ის ფაქტი რომ მუდმივად მომდის სამადლობელი წერილები საქართველოს წამყვანი უნივესიტეტებიდან იმისა და გამო რომ ჩვენი სკოლა დამთავრებულები სამაგალითო  სტუდენტები არიან. „  – ნინო ჩიკვაიძე („აიბი მთიების“  გენერალური დირექტორი)
„აიბი მთიებში“  1200 მოსწავლე სწავლობს, რომელთა განათლებაზეც 260-ამდე თანამშრომელი ზრუნავს. სკოლის  სპეციფიკა სრული დღიანი დატვირთვაა, რაც გულისხმობს სასწავლო პროცეს 9:00- 18:00 საათამდე. ეს კი მნიშნელოვანი შეღავათია მშობლისთვის რომ მათ სამუშაო დღის დასრულებამდე თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნობ იმის იმედით რომ მათი შვილები ღირსეულ ადამიანებათ და საკუთარი თავის პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.