ცხოვრება ღირებულია,თუ შენ სწავლობ. ყველაფერი,რაც შენ არ იცი,არ გისწავლია წინ დაგხვდება დაზიანს მოგაყენებს. ცხოვრება ფასეულია,თუ შენ სწავლობ საკუთარი გამოცდილებიდან,ნეგატიურიდან და პოზიტიურიდან.აქავე უნდა აღვნიშნოთ ფაქტი – ზოგჯერ იმისათვის რომ ვისწავლოთ,თუ როგორ მოვიქცეთ სწორადსაჭიროა მოვიქცეთ არასწორად. ჩვენ ასევე ვწსავლობთ სხვა ადამიანების გამოცდილებებიდან. მე ყოველთვის ვამბობდი,წარუმატებლობა არ იძლევარჩევებს,მაგრამ ინფორმაცია,თუ როგორ კარგავენ ადამიანები ყველაფერს რაც აქვთ,ნამდვილად ფასეული და გამოსადეგია. იმის მიხედით,თუ რას ვხედავთ,რას ვაქცევთ ყურადღბას,რა გვესმის,როგორი მსმენელი ვართ,რას ვკითხულობთ,ჩვენ ვსწავლობთ და ვიღებთ ახალ ინფორმაციას,ყველა წყაროდან,იქნება ესლექციები,სიმღერები,ქადაგებები თუ სხვა.
ცხოვრება ღირებულია,თუ შენ ცდილობ. ყველაფერი მხოლოდ სწავლაზე როდია დამოკიდებული. შენ უნდა ცადო რაღაც,რომ გაიგო,რამდენად შეგიძლია ეს. ეცადე მიაღწიო პროგრესს,ეცადე აითვისო ახალი უნარ-ჩვევები. ეს,რა თქმა უნდა,არ ნიშნავს იმას,რომ შენ ყველაფერი შეგიძლია,მაგრამ შენ ძალიან ბევრ რამეს შეძლებ თუ ეცდები და მოინდომებ.
ცხოვრება ღირებულია,თუ შენ აიტან,გაუძლებ,დარჩები. „მოსავლის დათესვიდან, მის აღებამდე“შენ უნდა გამოიჩინო მოთმინება და არ დანებდე სანამ არ მიაღწევ დასახულ მიზანს. დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე. ზოგჯერ უბედურება თავისით მოდის,ნუ დაყარი ფარ-ხმალს,არამედ გაუმკლავდი მას,ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ცხოვრება ღირებულია,თუ შენ ზრუნავ. იყავი წინდახედული,ყოველთვის იფიქრე იმაზე,თუ რა შედეგს მიიღებ საბოლოოდ,იზრუნე შენი მიზნის მისაღწევად და შედეგი იქნება დაუჯერებელი. იფიქრე,რომ შეცვალო ცხოვრება,რომ წამოაყენო ახალი იდეები,ინიციატივები,რომ იყო ყველაზე რეიტინგული,რომ იყო გამარჯვებული.
ოთხი ბრწყინვალე სიტყვა: სწავლა,ცდა,გამძლეობა,მზრუნველობა. შეცვალე ცხოვრება ამ სიტყვების დახმარებით!
იარე წარმატებისკენ !
ჯიმ რონი