ცხოვრება – არის ადგილი, სადაც ჩვენს აზრებს ვწერთ,ჩვენს სიხარულს და ღიმილს ვუზიარებთ სხვებს. ზოგჯერ მოწყენილი მივუყვებით ბილიკებს,მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს,როგორც არ უნდა გვიჭირდეს,მაინც ძალიან,ძალიან მოგვწონს ჩვენი ცხოვრების წიგნი,რომელიც სხვა წიგნებს არაფრით არ გავს.
სიმღერა – მე არ ვიცი როგორ იწერება ნამდვილი კლასიკა.მე არ შემიძლია რომელიმე ნოტი ავიღო ფორტეპიანინოზე,მაგრამ ჩემი გული როდესაც ბედნიერია,ყოველთვის მღერის. გულიდან წამოსული მელოდია – არის ნამდვილი მელოდია ჩვენს სამყაროში.
ბალახები – ადამიანებს უყვართ ბალახებში ფეხით სიარული,განსაკუთრებით გაზაფხულზე,როცა იღვიძებს ბუნება და მძიმე ბათინქებით მიუყვები ახლადაბიბინებულ პურის ყანას ფეხით და ათას რამეზე ფიქრობ .. ეს არის დაუვიწყარი კადრები,რომელიც ჯადოსნურ სილამაზეს სძენს ცხოვრებას.
თვითმფრინავი – როდესაც ცას კვეთენ მგონია რომ ჩემს ფანჯრებში იყურებიან. ჩემთვის თვითმფრინავი არის ყველაზე მაგარი ადგილი ქვეყნად. აქედან იწყება ოცნებების ახდენა.გაშლილი გაქვს ფრთები და ოცნებებისკენ მიფრინავ.
გალაქტიკა – ზოგჯერ ჩვენ არ გვჯერა,რომ ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ვიცით ,სამყაროში 170 მილიარზე მეტი გალაქტიკა არსებობს და რატომღაც მზის სისტემაში, მზის გარშემო საოცარი სიზუსტით მოძრაობენ პლანეტებიც.
გრავიტაცია – ნიშნავს,როდესაც მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზიდავენ.ერთ–ერთ ფილმში კი გრავიტაციას მეორენაირად სახელად სიყვარული ჰქვია.
მოგზაურობა – სურვილი მოინახულო უცხო ქვეყნები,გაიცნო ახალი ადამაინები და ეგზოტიკური კერძები დააგემოვნო,მაგრამ ნამდვილი მოგზაურობის მთავარი სურვილი – ეს არის იპოვო საკუთარი თავი,რომელიც იცი, რომელიღაც ქვეყნის მდინარის პირას ზის და გელოდება.
ფრინველები – როდესაც ჩიტები გალობენ გავინაბებით ხოლმე . თითქოს გვეფერებიან და გვასწავლიან სიბრძნეს ცხოვრებაზე.ამიტომ მოგვწონს მათი ხმები. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობთ და თვალებს ვხუჭავთ.
ფილმი – თუ შენს შესახებ ჯერ არ იღებენ ფილმს და შენი სიარულის მანერა,შენი სახე და თვალები,არც ერთ კადრში არ ჩანს, იჩქარე – გახადე შენი ცხოვრება ისეთი,რომ შენს შესახებ გადაიღონ ფილმი და მიეცი მაგალითი სხვებს.. ამას თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს.
საყვარელი ადამიანი – შენ განსაკუთრებული ნაბიჯებით დადიხარ ქუჩაში,როდესაც იცი ადამიანი,რომელიც ერთ დროს გიყვარდა შენს ქალაქშია და მოულოდნელად შეიძლება სადმე შეხვდე კიდეც.ხარბად ისუნთქავ გაზაფხულის ჰაერს და იმედი ანთია შენს გულში. ასეთი იმედი ყველაფერზე ძვირფასია დედამიწაზე.