Skip to content

ცნობილი ქალების წარმატების საიდუმლო

878მთავარი, რაც აერთიანებთ წარმატებულ ქალებს – ეს არის რწმენა საკუთარი თავის, მათი განსაკუთრებული მისიისა და იდეებისა. უღარიბესი ოპრა ეუბნებოდა მამამისს: „მე ვიქნები მდიდარი და ცნობილი“; მიუხედავად გარშემო მყოფთა რჩევისა, მერი ქეიმ და ელიზაბეტ კლაიბორნმა თავისი ბიზნესი 50 წლის ასაკში წამოიწყეს. აინ რანდმა 10 წლის ასაკში გადაწვიტა მწერალი გამხდარიყო. ის რუსეთიდან 21 წლის ასაკში ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ინგლისურიც კი არ იცოდა, „შეირაღებულმა“ საბეჭდი მანქანითა და იდეით, შეძლო შეეცვალა ამერიკელთა აზროვნება.

მარგარეტ ტეტჩერი, როდესაც მის წარმატებას აფასებდნენ სიტყვებით: „თქვენ გაგიმართლათ“, ის პასუხობდა: „ეს გამართლება კი არა დამსახურებაა!“.

ისინი აცნობიერებდნენ თავიანთ უნიკალურობის. ჰქონდათ განსხვავებული ხედვები. იდების ქონა – ეს ოპრი უინფრის ბუნებრივი ნიჭია; ესტე ლაუდერის სარეკლამო იდეა იყო გაეყიდა არა უბრალოდ კოსმეტიკა, არამედ ოცნება მარადიულ ახალგაზრდობაზე; ელიზაბეტ კლეიბორნმა შექმნა მოსამსახურე ქალბატონებისათვის ტანსაცმლის სპეციალური კომპლექტები, რომლებიც შერწყმულია ერთმანეთთან. აინ რანდი წერდა არა იმაზე, თუ როგორები არაინ ადამიანები, არამედ იმაზე თუ როგორები უნდა იყვნენ.

მათ კარგად ესმოდათ, რომ გადამწვეტ ნაბიჯებს შესაფერისი დროის შერჩევა სჭირდება.

ელიზაბეტ კლეიბორნი 16 წლის განმავლობაში დაქირავებულ დიზაინერად მუშაობდა. ის ელოდებოდა, თუ როდის დაამთავრებდა მისი ბიჭი კოლეჯს. ამ ხნის განმავლობაში მან შეისწავლა დიზაინერული საქმის ყველა წვრილმანი; მარგარეტ ტეტჩერმა პოლიტიკური მოღვაწეობა 33 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი დაოჯახდა, გააჩინა შვილები, მიიღო განათლება, იმუშავა საგადასახადო სამართლის ადვოკატად; გლორია სტაინერი სანამ ფემინისტური ჟურნალის რედაქტორი გახდებოდა, ჟურნალ “Playboy”-ის მოდელად მუშაობდა; ოპრა უინფრიმ საკუთარ თავზე განიცადა გაუპატიურება, შვილის სიკვდილი, წარუმატებლობა კარიერაში. მას უარი უთხრეს პოლიტიკური ახალი ამბების წამყვანობაზე, ზედმეტი ემოციების გამო.

„როდესაც კარისკენ უთითებდნენ, ისინი ფანჯრიდან შედიოდნენ“. ესტე ლაუდერს უარი უთხრეს ფრანგულ გამოფენაში მონაწილეობის მიღებაზე და მან სპეციალურად დაღვარა თავისი სუნამო საგამოფენო დარბაზში. რადგანაც ყველა სტუმარი დააინტერესა სუნმა, იძულებული გახდნენ მიეწვიათ; ბიზნესის წამოწყების წინ მერი კეის მეუღლე გარდაეცვალა, რომელსაც საბუღალტრო საქმეები უნდა ემართა.მიუხედავად ამისა, ის მეტი შემართებით შეუდგა ბიზნესის კეთებას; მარგარეტ ტეტჩერმა პირველი არჩევნების წაგების შემდეგ, მაშინვე წამოაყენა თავისი კანდიდატურა მომდევნო არჩევნებში.

მოკლედ, თითოეული ზემოთ ნახსენები ქალი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. მათ სწამდათ საკუთარი თავის, იყვნენ კრეატიულები, შეეძლოთ შესაბამისი მომენტისთვის დაეცადათ და როდესაც დგებოდა „საჭირო დრო“, უკან არ იხევდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ სასურველი მიზნისთვის მიეღწიათ.