- ,,ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე ,რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.”– ბუდა
- ,,ბედნიერება,რაც არ გვაქვს, იმის მიღებით კი არ მოდის , არამედ იმისი შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს.’’– უცნობი ავტორი
- ,,თუ არ ფიქრობ,რომ ეს დღე მშვენიერია ,უბრალოდ სცადე რომ დაივიწყო იგი.”– ზიგ ზიგლარი
- ,,იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას ,რომ შენს გარშემო ყველაფერი სრულყოფილია. ეს ნიშნავს,რომ გადაწყვიტე თვალი აარიდო ყველაფერ იმას,რაც არასრულყოფილად გეჩვენება.”– უცნობი ავტორი
- ,,ჩემს თავს ვეკითხები, თუ ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ყველაზე კარგად, როდის გამეცინა ყველაზე გულიანად და როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე ბედნიერად. თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია: მაშინ როდესაც შენთან ერთად ვიყავი.“– უცნობი ავტორი
- ,,ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობაა.“– არისტოტელე
- ,,იყო ბედნიერი ნიშნავს, არ შეწყვიტო იმის ფიქრი, რომ ბედნიერი ხარ.“ – პალმერ სონდრეალი.
- ,,არ არსებობს ბედნიერებაზე უკეთესი კოსმეტიკა“. – მარგარეტ ბლესინგტონი
- ,,გიყვარდეს და უყვარდე – არ არსებობს ამაზე მეტი ბედნიერება ამ ქვეყანაზე.” – ჯორჯ სენდი
- ,,ბედნიერება კოცნას წააგავს. უნდა გაუზიარო სხვას,რომ შენც ისიამოვნო მისით.”– რობერტ მიულერი
- „ადამიანები ბედნიერების ძებნის სხვადასხვა გზებს ირჩევენ და ის ფაქტი,რომ ზოგჯერ ბედნიერება ჩვენს არჩეულ გზაზე არ არის, სულაც არ ნიშნავს იმას,რომ გზა შეგეშალა ან დაიკარგე.“ – ჯექსონ ბრაუნი
- ,,ამქვეყნად არაფერს არ შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს, შენი თავის გარდა.“ – რალფ უალდო ემერსონი
- ,,თუ გინდა იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით, გახადე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარი მიზანი.”– აბრაამ ლინკოლნი
- ,,ბედნიერება ჩემი ცხოვრების საუნდრეკია.” – გრეი ლივინგსტონი.
- ,,ნამდვილად მაშინ ხარ ბედნიერი ,როდესაც გრძნობ რომ შეგიძლია მისწვდე ვარსკვლავებს ისე,რომ ფეხის წვერებზეც კი არ დადგე.” – უცნობი ავტორი