ფეხმძიმე ქალის საშოში ორი ჩვილი საუბრობს. ერთი მოწმუნე და მეორე – ურწმუნო.
ურწმუნო: მშობიარობის შემდეგ სიცოცხლის თუ გჯერაო?
მორწმუნე: რა თქმა უნდა, ეს ხომ ყველამ იცის. აქ იმიტომ ვართ, რომ მოვძლიერდეთ სიძნელეების გადასალახად, რომელიც წინ გველოდება.
ურწმუნო: სისულელეა! მშობიარობის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს. გაქვს თუ არა წარმოდგენილი, როგორია ის?
მორწმუნე: ზუსტად ვერ გეტყვი,მაგრამ დარმუნებული ვარ, იქ მეტი სინათლე იქნება. შესაძლებელია, დამოუკიდებლად ვიაროთ, საკვები მივირთვათო.
ურწმუნო: ვერ დავიჯერებ. საჭმელად ხომ ჭიპლარი გვაქვს?
მოწმუნე: მე კი ამაში დარწმუნებული ვარ და სულ სხვაგვარად მაქვს იგი წარმოდგენილი. ამისი გაცნობიერება ადვილია.
ურწმუნო: მაგრამ იქიდან ჯერ არავინ არასოდეს დაბრუნებულა! სიცოცხლე მშობიარობისთანავე მთავრდება. და საერთოდ, სიცოცხლე ხანგძლივი ტანჯვაა ბნელეთში.
მორწმუნე: არა, არა! დანამდვილებით არ ვიცი, როგორი იქნება არსებობა მშობიარობის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად ვნახავთ მშობელ დედას და იზრუნებს ჩვენზეო.
ურწმუნო: დედას? გჯერა, რომ დედა არსებობს? სად არის ის?
მორწმუნე: ყველგანაა! ჩვენს გარშემო, ჩვენ მასში ვიმყოფებით, მისი წყალობით ვმოძრაობთ და ვცოცხლოთ, მის გარეშე ვერ ვიარსებებთ.
ურწმუნო: ძნელი დასაჯერებელია! არავითარი დედა არ მინახავს და ამიტომ, ცხადია, ის არ არსებობს!
მორწმუნე: ვერ დაგეთანხმებით. ზოგჯერ, როცა ირგვლივ სიჩუმეა, მისი სიმღერა ჩამესმის, ვგრძნობ, როგორ ეფერება ხელით ჩვენს სამყაროს!