მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი ამ სამყაროში, ეს არის ადამიანი, რომელსაც თვალებში ჩახედავ და უბრალოდ იცი რომ ის „ შენია“! მასში არის რაღაც, რასაც სხვა ვერავისში ხედავ…. ერთმანეთის პოვნაში ხშირად ბევრი რამ გვიშლის ხელს, ხან საჭირო დრო არ არის, ხან -საჭირო ადგილი!!! ხან ვპოულობთ ერთმანეთს და მერე სიამაყის, სიმხდალის, შეცდომების გამო ვკარგავთ! ხშირად ვოცნებობთ ვიღაც იდეალურზე, მაგრამ ოცნებას იმედგაცრუება ანაცვლებს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ….ბევრი ცხოვრობს უაზრო მოლოდინით, რომ ერთ დღესაც ვიღაც გამოჩნდება და ყველაფერს შეიცვლება. მე კი მგონია,რომ ჭკვიანი ხალხი არასოდეს ელოდება უბრალოდ „ვიღაცას“, ყოველთვის იცის „ვინ“ უნდა მოვიდეს, ვის მისცეს ნება დარჩეს მის სიახლოვეს…
ცხოვრებაში ის კი არ არის მთავარი, რამდენ წარმატებას მიაღწევ, რამდენს გეპირფერებიან, გეუბნებიან ლამაზ სიტყვებს ანგარებით , გონებას გიბინდავენ გაცვეთილი, ბანალური ფრაზებით…არამედ ის, რომ გვერდით გყავდეს ადამიანი,რომელსაც მთელი გულით ეყვარები; რომელიც სხვებზე ნაკლებს იტყვის, მაგრამ საქცეილით დაგიმტკიცებს ყველაფერს. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც ღირსეულია, გულწრფელი,რომელშიც არაფერია ყალბი…
ყველაფერი ხომ წარმავალია: წარმატება,ფული,სახელი- მოდის და მიდის, სილამაზეც წლებთან ერთად ქრება; ადამიანი- აი, მხოლოდ ეს რჩება ბოლოს ადამიანი- აი, ეს არის ფასეული მხოლოდ! ბევრი გაგაღმერთებს გამარჯვებულს, მხოლოდ ერთს ეყვარები უპირობოდ… ყველა შეგიყვარებს შენი ღისებისთვის, მხოლოდ ერთს ეყვარება შენი ნაკლი ისევე, როგორც შენი ღირსება….მხოლოდ ერთეულებს უყვართ ასე გულწრფელად და გამორჩეულად
ყოველთვის იპოვი უკეთესზე უკეთესს, ლამაზზე ლამაზს, ჭკვიანზე ჭკვიანს, მაგრამ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც დაგაფასებს,პატივს გცემს,მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ… ესმის შენი დუმილი და ამიტომ, ყველაზე უკეთ ის გაიგებს შენს საუბარს! -თვალებში რომ ჩახედავ და რომ იცი,ისწორედ ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი; ის, ვინც არავის არ ჰგავს! …და სწორედ მაშინ,როცა იპოვი ასეთ ადამიანს, რომელიც ბოლომდე გაგიგებს და უყვარხარ იმისთვის, ვინც ხარ, მაგრად უნდა ჩასჭიდო ხელი და აღარასდროს გაუშვა… რადგან მას თუ გაუშვებ, მასთან ერთად შენი ბედნიერების შანსიც წავა……და ბოლოს, ბედნიერება ძალიან ახლოსაა ხშირად, ჩვენ რომ არ ვეძებდეთ შორს….!
გამომგზავნი/ავტორი: ანა ბერიკაშვილი