Skip to content

ჩვენი დამოკიდებულების მნიშვნელობა

ჩვენი დამოკიდებულება გარემოსა და მასში მიმდინარე მოვლენების მიმართ განსაზღვრავს ჩვენივე ბედნიერებას ცხოვრებაში. იგი არის , როგორც ჩვენი პრობლემების წყარო, ასევე მათი არარსებობის ერთ-ერთი ძლიერი გარანტი.
დამოკიდებულება ჩვენი გონების მდომარეობაა.იგი განსაზღვრავს, თუ როგორ ვუყურებთ ჩვენს გარესამყაროსა და მიმდინარე მოვლენებს: პოზიტიურად, თუ ნეგატიურად? კრიტიკულად, თუ ჩვენთვის სასარგებლოდ?
და თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად ვუყურებთ და გვაღიზიანებენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვიწევს, მაშინ არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის 2 გზა :
1.ან არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მათზე
ანდა
2.უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება მათ მიმართ
როგორ შეიძლება შევიცვალოთ დამოკიდებულება და ვაქციოთ “ნეგატიური” ჩვენთვის პოზიტიურად?
პირველ რიგში: „თუ ვინმესთან რაიმე პრობლემა გვაქვს, ეს ჩვენი პრობლემაა და არა მისი“. კარგად, თუ დავფიქრდებით,მივხვდებით, რომ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება და განწყობა ყველაზე მეტად ჩვენზე ახდენს უარყოფით გავლენას…
იმისათვის, რომ პოზიტიური დამოკიდებულება გამოვიმუშაოთ საჭიროა ვეძებოთ პოზიტიური იმაში ,რაშიც ახლა ნეგატიურს ვხედავთ … შესაძლოა, სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან რთულია ვეძებოთ კარგი მასში, მაგრამ თუ მოვინდომებთ მას აუცილებლად მივაგნებთ …

“მოექეცი სხვას ისე, როგორც სურს, რომ მოგექცნენ…” და “იგივე ურთიერთობა ვიღებთ, როგორსაც სხვების მიმართ ვიჩენთ…” ეს ფრაზებიც ხომ სხვების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებენ? დავფიქრდეთ ამაზე.

და თუ გულწრფელად გვსურს, რომ იმედგაცუებული არ დავრჩეთ, ნუ ვეცდებით შეცვალოთ სხვისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ვეცადოთ შევცვალოთ საკუთარი და მისიც აუცილებლად შეიცვლება …