Skip to content

ჩემი ოთახიდან დანახული სამყარო

სტატიას ვარქმევ ,,ჩემი ოთახიდან დანახულ სამყაროს” როცა ჩემი ოთახი არ გამაჩნია. 😀

ყოველთვის მინდოდა დიდი ვყოფილიყავი, არ მინდოდა ბავშობა. იმდენი ვიძახე დიდობა მინდა თქო, რომ ძალიან პატარა ასაკში გავხდი ,,დიდი”. ძალიან პატარა ასაკში მომიწია გაზრდა. მაშინ როცა ჯერ კიდევ ბარბებს ვაცმევდი. დამალობანა, დაჭერობანა..არ მიყვარდა. ყოველთვის მარტო ვთამაშობდი, თუმცა ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ ჩაკეტილი ვიყავი, პირიქით..უბრალოდ არ მიყვარდა სხვისი შეწუხება ე.ი მორიდებული ვიყავი. ჩემი ჰობი იყო მაგიდის ქვეშ ყოფნა, სანამ უფროსები ამას მიხვდებოდნენ გაფაციცებით მეძებდნენ, მე ეს ყველაფერი ვიცოდი მაგრამ არ გამოვდიოდი. რატომ? -არ ვიცი, ალბათ პატარაობიდანვე მიყვარდა მშობლების განერვიულება. დღემდე ვერ ვხვდები რატომ მანიჭებდა ყოველივე ეს სიხარულს, ალბათ ვფიქრობდი: WOW! ვიღაც ჩემზე ნერვიულობს, მათ მე ვუყვარვარ. სინამდვილეში საერთოდ არ მაკლდა მშობლების ალერსი და სითბო, მე თვითონ ვიყავი ესეთი( ახლაც ვარ). მოკლედ ძალიან სულელი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რომ დიდობაში აღარავინ მაპატიებდა სულელურ შეცდომას, აღარავინ გადამისვამდა თავზე ხელს და არ მეტყოდა: არაუშავს, გაიზრდები და აღარ შეგეშლება. გამოვედი მაგიდიდან და შემეშინდა. შემეშინდა და შემცივდა… რატომ?- იმიტომ რომ სანამ შევიდოდი ყველაფერი სხვანაირი იყო. გამოვედი და რას ვხედავ. პასუხისმგებლობები, დამოუკიდებლობა, მოვალეობები… ისევ შევედი…თვალები დავხუჭე და სამამდე დავითვალე. გამოვედი მაგრამ ყველაფერი იგივეა.

უი!!! გავზრდილვარ ))

მორჩა! იწყება ცოვრების ახალი ეტაპი. ეტაპი რომელიც დაჭკვიანებას და მეტ სერიოზულობას მოითხოვს. მე კი ვეგუები იმ ფაქტს რომ უკან ვეღარასდროს დავბრუნდები. პატარაობაში იმხელა ვიყავი რამხელაც მინდოდა. ბავშვობაში ნებისმიერი პროფესიის თამაში შემეძლო… მაშინ ყველაფერი შემეძლო… ვერ ვხვდები მე ავჩქარდი თუ სიტუაციამ ამაჩქარა. ნუთუ ერთ წამში ყველაფერი შეიცვალა?!

მთავარი არ არის სადამდე ,,გაქაჩავ” ცხოვრებაში, მთავარია რამდენი დამაფიქრებელი დღე გექნება სიცოცხლის განმავლობაში.

 ასე რომ, ბავშვებო!

  1. არ იჩქაროთ გაზრდა
  2. თვალებს როცა გაახელთ ან მაგიდიდან გამოძვრებით, არ შეგეშინდეთ, აქ არაფერია საშიში.
  3. იცოდეთ დროის ფასი
  4. გახსოვდეთ, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

ვინმე უცნობი მეგრელი.