ზაზა ურუშაძე „მანდარინების“ შესახებ
„როცა გამზადებულ ფილმს ვუყურებ, თავად ვხვდები, მართალი გითხრათ, რომ ვაჟას პირდპირი გავლენაა. ყველა ქართველს გვაქვს, ალბათ, ეს გავლენა. ფილმის შექმნის დროს ნამდვილად არ მიფიქრია, შემდეგ უკვე მეც შევატყვე.“
მაყურებლის დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ფილმში ქალი საერთოდ არ არის. გარდა სურათისა, რომელიც კედელზე კიდია.
„იყო პერიოდი ფილმის გადაღების დროს, როცა ძალიან ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ქალი რომ არ არის ფილმში, ის შეიძლება საინტერესო აღარ ყოფილიყო. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ფილმში ომია და ტრაგედიაც ეს არის, რომ ერთ-ერთ მთავარ გმირს ქალი მხოლოდ ფოტოდან უყვარდება . მთელი ტრაგიზმიც ამაშია … „
„ერთადერთი ფილმი , რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ემოცია, ‘მანდარინები“ იყო“ .
„ფილმი აფხაზეთის ომს ეხება, ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ამიტომ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებზე“.
„როდესაც ფილმზე ვმუშაობდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ნამუშევრი ამხელა წარმატებას მიაღწევდა, ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში ზღაპარს ჰგავს“.
„ალბათ იკითხავთ რატომ მაინცდამაინც მანრადინები! – ჩემთვის მანდარინები მშვიდობისა და მშობლურ მიწის სიმბოლოა, აფხაზეთი მანდარინების მიწაა. ყველა ქართველმა იცის, რომ აფხაზეთში საუკეთესო მანდარინი მოდის. გარდა ამისა, ძალიან მომწონს მათი ფერი, რომელიც ომისგან განსხვავებულ ერთ-ერთ კონტრასტად მივიჩნიე“.
„მანდარინებმა“ ადამიანებს შეაგრძნობინა ომი, არამედ დაანახა და ასწავლა თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ადამიანური თვისებები მაშინ, როცა ის მთლიანად გამქრალია“.
დღეს ზაზა ურუშაძის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ